გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მერვედფინალის პირველი შეხვედრები. ტოტალიზატორებმა კი განაახლეს კოეფიციენტები და დაასახელეს ფავორიტები.
ბუკმეიკერების აზრით, მთავარი ფავორიტი მანჩესტერ სიტია. ინგლისელებმა სტუმრად, ბერნაბეუზე, მსოფლიო ფეხბურთის გრანდი 1-2 დაამარცხეს და ბევრის აზრით, გაინაღდეს კიდეც შემდგომ ეტაპზე გასვლა.
სიტის ჩემპიონობას 3.60 აქვს კოეფიციენტი.
მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია. გერმანელებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს ლონდონში, ჩელსის წინააღმდეგ და უპრობლემოდ 0-3 გაიმარჯვეს.
ბაიერნის ჩემპიონობა 4.70 კოეფიციენტით შეფასდა.
შემდგომ მოდის მოქმედი ჩემპიონი, ლივერპული. მართალია ინგლისელებმა მადრიდის ატელტიკოსთან 1-0 წააგეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ წინ ენფილდია და კლოპის ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ მეოთხედ ფინალში გასასვლელად.
ლივერპულის ჩემპიონობას 7.50 კუში აქვს.
მეოთხე ადგილზე ბარსელონაა. მესიმ და თანაგუნდელებმა მარადონას ქალაქში, ნეაპოლში, დაძაბულ თამაშში მიაღწიეს სასურველ შედეგს. პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ბარსას ჩემპიონობას 8.0 კოეფიციენტი აქვს.
შემდგომ მოდის პსჟ. ფრანგებმა პირველ შეხვედრაში, სიგნალ იდუნა პარკზე, 2-1 წააგეს დორტმუნდის ბორუსიასთან, მაგრამ ყველაფერი პარიზში, განმეორებით მატჩში გადაწყდება.
პსჟ-ს ჩემპიონობას 10.50 კუში მიანიჭეს.
იტალიურმა გრანდმა, იუვენტუსმა მოულოდნელად 1-0 წააგო საფრანგეთში, ლიონთან. თუმცა, შეიძლება დადგა ტურინელების დრო, რომ ბოლოს და ბოლოს მოიგონ სანატრელი ლიგის თასი.
იუვეს თასის მოგებაზე 13.50 აქვს.
შემდგომ, დამსახურებულად მოდის ლაიფციგი. გერმანელებმა სტუმრად ლონდონის ტოტენჰემი 0-1 დაამარცხეს და დიდი ალბათობით, სწორედ ისინი გავლენ მეოთხედ ფინალში.
ლაიფციგის ჩემპიონობა 20.0 კოეფიციენტით შეფასდა.
მადრიდის ატლეტიკომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მეტროპოლიტანოზე მოქმედი ჩემპიონი, ლივერპული 1-0 დაამარცხა, თუმცა ურთულესი განმეორებითი შეხვედრა ელით ინგლისში.
ატლეტიკოს ჩემპიონობას 23.0 კუში აქვს.
დორტმუნდის ბორუსიამ დამსახურებულად მოუგო პსჟ-ს, მაგრამ მაინც ძნელად სავარაუდოა გერმანელების შემდგომ ეტაპზე გასვლა.
დორტმუნდის ჩემპიონობას 26.0 აქვს.
სეზონის აღმოჩენამ, ბერგამოს ატალანტამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს მილანში, სან სიროზე ატარებს, ლამაზი და ლაღი ფეხბურთით ვალენსია 4-1 დაამარცხა და სავარაუდოდ ვიხილავთ კიდეც ღამურებს მეოთხედ ფინალში.
ატალანტას ჩემპიონობას 31.0 აქვს.
მადრიდის რეალი არასდროს უნდა ჩამოწეროთ, ხალხო! ჩემპიონთა ლიგაა ბოლოს და ბოლოს…
რეალის ჩემპიონობას 39.0 კუში აქვს.
ლონდონის ტოტენჰემი მძიმე მდგომარეობაშია. მართალია 0-1 გადამწყვეტი ანგარიში არაა, მაგრამ წელს თეთრები საშინელ ფორმაში არიან და სავარაუდოდ, დაემშვიდობებიან კიდეც ჩემპიონთა ლიგას გერმანიაში თამაშის შემდეგ.
ტოტენჰემის ჩემპიონობას 62.0 კუში აქვს.
წელს, ნაპოლის საუკეთესო წლებში მყოფი მარადონა თუ დაეხმარება. სხვა ვერავინ.
ნაპოლის ჩემპიონობას 92.0 აქვს.
გუშინ ცოტას თუ ეგონა ლიონის მოგება, მაგრამ ფრანგებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ლიონის ჩემპიონობას 94.0 კუში აქვს.
ჩელსი და ფრენკ ლამპარდი, მომავლის იმედით, ახალ გუნდს აშენებენ. წელს, მათთვის ლიგის სეზონი დასრულებულია.
ჩელსის ჩემპიონობა 410.0 კოეფიციენტით შეფასდა.
და ბოლოს, ვალენსია. ესპანურ გუნდის ჩემპიონობაზე ლარის დადებაც არ ღირს.
ვალენსიის ჩემპიონობას 420.0 კუში აქვს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ