Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ გააყალბა წამყვანმა ლოტოს გათამაშება თავის სასარგებლოდ (ვიდეო)

როგორ გააყალბა წამყვანმა ლოტოს გათამაშება თავის სასარგებლოდ (ვიდეო)

ლატარიის წამყვანი ნიკ პერი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სკანდალში გაეხვა, რაც კი ამერიკის ლოტოს ისტორიაში მომხდარა. 

 

1980 წელს, პერი ცნობილი სატელევიზიო წამყვანი გახლდათ, რომელსაც Pennsylvania Daily Number-ის გათამაშება მიჰყავდა. 

 

ლატარიის გათამაშება სტანდარტულად ხდებოდა. ტრიალებდა ბურთულებიანი დოლურა და შემთხვევითობის პრინციპით არჩევდა რიცხვებს. ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ დარბაზში იდგა სამი აპარატი, რომლებიც თითო გამარჯვებულ ბურთს ავტომატურად არჩევდნენ. 

 

ნიკ პერის, რომელიც ადრე რადიოში მუშაობდა ამინდის პროგნოზის გამომცხადებლად, მობეზრდა გროშებზე ცხოვრება და გადაწყვიტა შეემუშავებინა გეგმა, რომლითაც დიდ ფულს იშოვიდა.

 

ნიკ პერი

 

ნიკმა თავის ბიზნეს პარტნიორებს, ძმებს, ჯეკ და პიტერ მარეგოებს გაანდო თავის გეგმაზე და შეუდგნენ მიზნის განხორციელებას. მათ ასევე საქმეში ჩართეს პიტსბურგის ბეჭდური წარწერის ექსპერტი, ჯოსეფ ბოკი. 

 

ბოკის დავალება მარტივი იყო. მას უნდა დაემზადებინა ზუსტად იგივენაირი პინგ-პონგის ბურთები, რომლებსაც გათამაშებისთვის იყენებდნენ. 

 

გათამაშებაში მონაწილეობისთვის მოთამაშეს უნდა აერჩია 0-0-0-დან 9-9-9-მდე კომბინაცია. არც თუ ისე ძნელი გამოსაცნობია სხვა ლატარიებთან შედარებით, მაგრამ, თუ მაგალითად 1 დოლარი გიდევს და სამივე ციფრი დასვი, ამ შემთხვევაში მოიგებ 500 დოლარს და არა ჯეკპოტს. 

 

პენსილვანიის ლატარია მკაცრად იცავდა პროტოკოლს. მანქანები და ბურთულები საცავში ინახებოდა, რომლის 2 გასაღები არსებობდა. ერთი ტელევიზიას ებარა, მეორე კი - შტატის ლატარიის ბიუროს. 

 

ნიკ პერიმ საქმეში ჩართო კიდევ ერთი ადამიანი, დაცვის უფროსი, ედვარდ პლეველი, რომლის თვიური ანაზღაურება არც თუ ისე დიდი იყო და ამიტომ მოხიბლა ნიკმა დაცვის თანამშრომელი თავისი გეგმით. 

 

ედვარდ პლეველის დავალება საცავთან წვდომის უზრუნველყოფა იყო. შემდეგ საქმეში ჩაერთო ჯოსეფ ბოკი, რომელსაც 4-იანი და 6-იანი ბურთები უნდა შეეცვალა თავის მიერ დამზადებული ბურთულებით, რომლებიც ლატექსით იყვნენ “დამძიმებულები”. 

 

ჯგუფის მიზანი იყო, რომ მათი გამარჯვება და გეგმა არც თუ ისე თვალში საცემი ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტეს ორი ბურთის შეცვლა. მათ ისღა დარჩენოდათ, რომ გამოეცნოთ სავარაუდოდ 8 კომბინაციიდან ერთ-ერთი.

 

444, 446, 464, 466, 644, 646, 664 და 666. 

 

რა თქმა უნდა, თვითონ ნიკი ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ამიტომ ამ საქმეში პერიმ ჩართო ეკლესიის მეგობრები, ხალხი, რომელსაც ყოველ კვირა ხვდებოდა. ჯგუფმა შეაგროვა 20,000 დოლარი და გადაანაწილა 8 კომბინაციაზე. (2500-2500 დოლარი თითო კომბინაციაზე) ერთ-ერთი უსათუოდ ამოვიდოდა და მოიგებდნენ 2500-ჯერ 500-ს, ანუ 1,250,000 დოლარს, რომელიც დღეს 3,500,000 დოლარს უდრის. 

 

1980 წლის 24 აპრილს, ლოტოს წამყვანმა ნიკ პერიმ გამოაცხადა გამარჯვებული რიცხვები - 6-6-6. 

 

თუმცა...გამარჯვებლებს არ გადაუხადეს თანხა და გამოძიებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ნიკ პერის 7 წელი მისცეს ციხე, ხოლო დანარჩენებს - 2-2 წელიწადი. 

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ