Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

7.51 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

7.51 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

მეგობრებო, დავამატეთ აზარტული ფორუმი ჩვენს ვებსაიტს, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი სპორტული მოვლენა და არა მხოლოდ სპორტული.

 

ჩვენი ახალი ფორუმი მოიცავს ყველა თემას, რაც აზარტთანაა დაკავშირებული. 

 

ჩვენს პოზიციებსაც დეტალურად განვიხილავთ ფორუმზეც. თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა.

 

დღეს კარგი თამაშები გვაქვს. სასუოლო მილანს უმასპინძლებს. ამ თამაშში სამი პოზიცია გვაქვს და მოდით, ამ შეხვედრიდან დავიწყოთ.

 

პირველ რიგში მეტი გოლი გვგონია, რადგან სასუოლო მეტისტია, ხოლო მილანი, ამ ბოლო დროს, ძალიან კარგ ფორმაშია და აუციელბლად მოგებაზე ითამაშებს. 

 

ასევე, ორივე გუნდს უყვარს კუთხურები და გვგონია, რომ 10 კუთხური მაინც იქნება, რადგან ორივე მოსაგებად გავა.

 

უკანასკნელ 6 ურთიერთშეხვედრაში გუნდებმა 91 კუთხური მოაწოდეს, რაც საშუალოდ მატჩში 15.1-ია. ძალიან ბევრია. 

 

ბოლო პოზიცია კი ჯარიმები გვგონია, რადგან დაძაბულ შეხვედრას ველოდებით, თან ურთიერთშეხვედრებშიც არ აკლებენ უხეშობას გუნდები. 

 

ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში გუნდები 181-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც საშუალოდ 30.16-ია.

 

მსაჯი ლუკა პაირეტოა, რომელიც ფეხბურთელებს საშუალოდ მატჩში 28.14-ჯერ აჯარიმებს. 

 

ლუკამ სასუოლოს თამაშები 15-ჯერ იმსაჯა და მათ ფეხბურთელებს 13.13-ჯერ აჯარიმებს, ხოლო მილანის მატჩებში 4-ჯერ იყო მთავარი არბიტრი და მილანელებს 16.0-ჯერ აჯარიმებს.

 

სასუოლო - მილანი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.41)

 

ჯარიმების რაოდენობა 26.5 - მეტი (1.50)

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.60)


 

გადავინაცვლოთ ინგლისში. ასტონ ვილა არსენალს უმასპინძლებს. ბირმინგემელებს აუცილებლად სჭირდებათ ქულები, რომ გადაურჩნენ გავარდნას, რომლებიც მე-18-ე ადგილზე იმყოფებიან და ერთერთი მთავარი კანდიდატები არიან.

 

არსენალს არაფერში არ სჭირდება მოგება, მათთვის პრემიერ ლიგის სეზონი დასრულდა. მაგრამ ინგლისში ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ლონდონელებიც უნდა შეეცადონ, რომ თავიანთ გულშემატკივრებს ხასიათი ოდნავ მაინც გამოუკეთონ.

 

ორივე გუნდს უყვარს კუთხურები და ამ შეხვედრაში კუთხურებს ვფიქრობთ.

 

უკანასკნელ 5 პრემიერლიგურ შეხვედრაში გუნდებმა 56 კუთხური მოაწოდეს, რაც საშუალოდ 11.2-ია.

 

ასტონ ვილა აუცილებლად შეუტევს, მაგრამ ვიცით არსენალის ფეხბურთი, არც ისენი ირბენენ ტყუილად.

 

ასტონ ვილა - არსენალი

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.48)


 

უკანასკნელი პოზიცია უოტფორდი მანჩესტერ სიტიდან გვაქვს. ამ შეხვედრაში მეტ გოლს ვფიქრობთ, რადგან უოტფორდიც გავარდნის კანდიდატია და აუცილებლად შესატევად აქვს საქმე ვინც არ უნდა იყოს მათი მოწინააღმდეგე, გინდ სიტი და გინდაც ნორვიჩი.

 

რა თქმა უნდა, გუარდიოლას გუნდი ისე არაფერს დათმობს და თავიანთი სიამოვნებისთვის ითამაშებენ საკუთარი სტილის ფეხბურთს. პეპის სტილი კი ლამაზი ფეხბურთი და ბევრი გოლია. 

 

ზედიზედ 7 ურთიერთშეხვედრა დასრულდა მეტი გოლით. უკანასკნელ ორ შეხვედრაში 14 გოლი გავიდა. 

 

უოტფორდი სახლში მებრძოლი გუნდია და ვფიქრობთ რომ ერთ გოლს მაინც გაიტანენ. უმოტივაციო სიტი კი ითამაშებს თავის ფეხბურთს და ამ მატჩს რეალთან მოსამზადებლად გამოიყენებს,

 

უოტფორდი - მანჩესტერ სიტი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.50)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ შემოხვიდეთ ჩვენს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ ესა თუ ის თემა. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ