დღეს საკმაოდ საინტერესო მატჩებია. ღირს ყურადღების გამახვილება და ფსონი გაკეთება, რადგან ძალიან გვიყვარს ჰოლანდიის და ავსტრიის ქვედა დივიზიონებში მეტი გოლების დადება.
თუმცა დავიწყოთ ჯერ პაოკი-ბენფიკათი, სადაც ჯარიმებს ვფიქრობთ. ბერძნული და პორტუგალიური ფეხბურთი ძალიან გამოირჩევა უხეშობით. ამიტომ დღეს გვგონია, რომ 28 ჯარიმა მაინც იქნება.
მატჩი ძალიან პრინციპული და გადამწყვეტია. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა მხოლოდ ერთი მატჩით შემოიფარგლება და დღესვე გადაწყდება ფინალისტის ბედი. ამიტომ ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
მსაჯი ფელიქს ბრიხია, რომელსაც გერმანელი არბიტრების ფონზე ძალიან უყვარს ჯარიმები და ბართების ამოღება.
ჩემპიონთა ლიგაზე ბრიხი 27.88-ჯერ აჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო ამიტომ დღესაც ვფიქრობთ, რომ 28 ჯარიმა უნდა წამოვიდეს.
პაოკი - ბენფიკა
ჯარიმების რაოდენობა 27.5 - მეტი (1.40)
გადავიდეთ ჰოლანდიის ერსტე დივიზონზე, სადაც ალმერე ოსს უმასპინძლებს, ვოლენდამი - ნაიმეგენს.
ალმერე-ოსში ვფიქრობთ, რომ 3 გოლი მაინც გავა, რადგან ორივე გუნდი მეტისტია. ოსს ორი ტურის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია და შეეცდება მესამე შეხვედრაში მაინც აიღოს ქულები, ამისთვის კი გოლები დაჭირდება, რადგან ალმერეც გამტანია. წინა ტურში ალმერემ 6 გოლი გაიტანა და ექსელსიორში 4-6 მოიგო თავისი შეხვედრა.
უკანასკნელ 9 ურთიერთშეხვედრაში 34 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3.77 გამოდის და ალბათ ღირს მეტი გოლის დაწერა.
ალმერე - ოსსი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.42)
აი, ვოლენდამი-ნაიმეგენში კი გვგონია, რომ ორივე გაიტანს. არც ვოლენდამს მოუგია საწყისს ორ ტურში და დღეს შეეცდება პირველი გამარჯვების აღებას, რადგან არც მაინცდამაინც ნაიმეგენი დაფრინავს.
თუ ვოლენდამი გაიტანს, მაშინ ნაიმგენიც გამტანია და დიდი შანსია, 1-1 მორჩეს, ამიტომ არ ვრისკავთ და არ ვწერთ მეტ გოლს.
ვოლენდამი - ნაიმეგენი
ორივე გაიტანს - კი (1.43)
ავსტრიის რეგიონალიგიდანაც ორი მატჩი გვაქვს და აქ ორივეგან 3 გოლს ველოდებით. დოიჩლანდსბერგერი ბად გლაიხენბერგი მასპინძლობს, ხოლო ვაკერ ინსბრუკი იმსტ 1933-ს.
ძალიან მეტისტი გუნდები არიან და ამიტომ გვგონია, რომ აუცილებლად ბევრი ბურთი გავა. ჯერ სტატისტიკაზე ადრეა საუბარი, რადგან 3-4 თამაში ჩაატარეს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ დოიჩლენდსბერგერის 3 თამაშში 14 გოლი გავიდა, ხოლო გლაიხენბერგის 4 მატჩში - 13.
ბევრია და დღესაც ბევრი გოლი გავა სავარაუდოდ.
დოიჩლანდსბერგერი - ბად გლაიხენბერგი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.36)
ვაკერ ისნბრუკი II - იმსტი 1933. ამ თამაშშიც გოლები გვინდა. ორივე გუნდი ძალიან მეტისტია. ინბრუკის თამაშებში საშუალოდ 3.9 გოლი გადის, იმსტის მატჩებში - 4 ბურთი და იმედია დღესაც გაიტანენ, როდესაც ჩვენ გვიდევს.
ორი ურთიერთშეხვედრა აქვთ ჩატარებული, სადაც ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა და ჯამში 8 გოლი გავიდა.
ვაკერ ისნბრუკი II - იმსტი 1933
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.41)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი, გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ