დღეს ისტორიული დღეა! მთელი ქვეყანა მოუმენლად ველოდებით 20:00 საათს. საქართველოს ნაკრები ბელორუსიას უმასპინძლებს.
ჩვენ პირდაპირ ვიღებთ საქართველოს მოგებას, ძირითად დროში, რასაც მაღალი კოეფიციენტი აქვს.
პირდაპირ გეტყვით, რომ ბელორუსიის ნაკრები არაფერს წარმოადგენს და არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ჩვენც გამოუცდელი გუნდი ვართ, ასეთ დონეზე პირველად ვთამაშობთ და ყველა ვნერვიულობთ, თუმცა მთავარია ფეხბურთელებს არ გადავდოთ ჩვენი დაძაბულობა.
ძირითად დროშივე უნდა მოვიგოთ, რადგან ფინალი უფრო დაძაბული გველოდება და კარგი იქნება თუ ჩვენი ფეხბურთელები დამატებით დროს არ ითამაშებენ და ზედმეტად არ გადაიღლებიან.
ჩვენს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო დააკლდება. ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ძალიან დასანანია, მაგრამ მაინც ძირითადშივე უნდა მოვუგოთ ბელორუსებს, მითუმეტეს თბილისში.
მატჩს ჩუნეტ ჩაქირი განსჯის, რომელსაც ძალიან უყვარს ჯარიმები. მართალია თურქი მსაჯი ბარათების მხრივ არაპროგნოზირებადია, მაგრამ ნაკრებებს შორის მატჩებში ძალიან ბევრჯერ აჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო.
უეფას ერთა ლიგაზე 2 მატჩი იმსაჯა და 70-ჯერ დააჯარიმა ფეხბურთელები. ევროპის შესარჩევებში კი საშუალოდ 33.17-ჯერ აჩერებს თამაშს.
ზოგადად კარიერაში ჩაქირის 202 მატჩში აქვს ნამსაჯი და საშუალოდ 30.96-ჯერ აჯარიმებს ფეხბურთელებს.
ამიტომ დღესაც გვგონია, რომ ჩვენს დაძაბულ შეხვედრაში წამოვა ჯარიმები.
საქართველო - ბელორუსია
ძირითადი შედეგი - 1 (2.35)
ჯარიმების რაოდენობა 27.5 - მეტი (1.45)
ბოლო პოზიცია ბოსნია-ჩრდ. ირლადნიიდან გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ბოსნიელები გავლენ შემდგომ ეტაპზე.
ამ თამაშშიც შეიძლება პირდაპირ ერთიანის დაწერა, მაგრამ ვიზღვევთ თავს და შემდგომ ეტაპზე გასვლას ვიღებთ.
ბოსნია ორჯერ შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიას უეფას ერთა ლიგაზე და ორივე მატჩი მოუგო სახლშიც და გასვლაზეც. ჩვენი აზრით, ყველაზე ნაკლებად დაძაბული ეს შეხვედრა იქნება დანარჩენი წყვილებისგან განსხვავებით.
ბოსნია ჰერცოგოვინა - ჩრდილოეთ ირლანდია
გასვლა შემდეგ ეტაპზე - 1 (1.37)
დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭები მოიგებენ დღევანდელ მატჩს. ვუსურვოთ წარმატებები!!!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ