ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც მარტში მოიგებენ
როგორც იქნა დადგა გაზაფხული და ახალი სიცოცხლით, ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ცხოვრებას.
თუმცა მარტში ზოდიაქოს ოთხი ნიშანია, რომლებიც აუცილებლად დიდ თანხას მოიგებენ, რადგან ვარსკვლავები მათ მხარეს არიან.
ქალწული
24 აგვისტო - 23 სექტემბერი
ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც, მაგრამ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი სამყაროს მიმართ და ბოლომდე არ ენდობიან საკუთარ თავს. თუ ქალწულმა გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოიყალიბა მას ვეღარავინ შეაჩერებს, მითუმეტეს მარტში, რადგან გაზაფხულის პირველი თვეში იღბალი მათ მხარეს იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა საკუთარ თავში უნდა ირწმუნოს ძალები, ჩართოს ლოგიკა და ინტუიცია, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე აქვს განვითარებული და იღბალი გამარჯვებას მოუტანს.
მორიელი
24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
მორიელები მატერიალისტები არიან. არასდროს ელოდოთ, რომ ისინი თქვენს აზრზე გადმოვლენ, რადგან ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თავიანთ მიდგომას ნებისმიერ საკითხზე. მამაკაცი-მორიელები უდიდეს უხილავ ძალას და ეშმაკობას ფლობენ. არ გირჩევთ მათთან თამაშს, რადგან ისინი უბრალოდ დაუმარცხებლები არიან. მორიელები მხოლოდ საკუთარ თავს და გამჭრიახობას ენდობიან, რაც აზარტულ თამაშებში უდიდესი უპირატესობაა. ქალი-მორიელი აუცილებლად საკუთარ ჭკუაზე გადმოგიყვანთ. ვერც გაიგებთ და მიხდვდებით ისე მოიგებენ ფულს. მარტი მორიელის იღბლიანი თვეა.
თევზები
19 თებერვალი - 20 მარტი
თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ და რა - არა. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა იციან, რამდენის თამაშის უფლება მისცენ საკუთარ თავს. აზარტული თამაშები მხოლოდ გართობისთვისაა შექმნილი და ეს ყველაზე კარგად მათ აქვთ გათავისებული. მამაკაცი-თევზები თამაშის დროს დინებას მიჰყვება, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ განსაზღვრული ბიუჯეტი 10-ზე გაამრავლეს. ქალი-თევზები ძალიან განიცდიან წაგებას, ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა აუცილებლად სწორი დრო უნდა შეარჩიონ სათამაშოთ. მარტი სწორედ ის დროა, როდესაც მათ იღბალი და მოგება ელით.
ვერძი
21 მარტი - 20 აპრილი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მარტში იღბალი ელით. ფორტუნა მათ მხარესაა და ვარსკვლავები ურჩევენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მოცემული სიტუაცია. ვერძი ძალიან ოპტიმისტია, რაც ჭკვიანურ გადაწყვეტილბებში ეხმარება მას. აზარტული თამაშების დროს ოპტიმალური ვარიანტი ძნელი მოსაძებნია, თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის პოულობს გამოსავალს და რჩება გამარჯვებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ვერძებისთვის დიდი მნიშნველობა აქვს ახლობელი ადამიანების გვერდში დგომას.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ