გუშინ NCAA-ს ფინალი გაიმართა. გონზაგა ბეილორს დაუპირისპირდა, რასაც უდიდესი მოლოდინი ჰქონდა კალათბურთის გულშემატკივრებისგან.
იცით ალბათ რომ კოლეჯის კალათბურთი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. ზოგი ამერიკელი თავისი ქალაქის NBA-ს გუნდს არ გულშემატკივრობს ისე, როგორც საკუთარი კოლეჯის კლუბს.
დღეს გამთენიისას დიდი ამბავი იყო. გონზაგას სეზონში არცერთი მატჩი ჰქონდა წაგებული, 31-დან ყველა ჰქონდა მოგებული და ფინალში ბეილორთანაც ფავორიტი იყო, მაგრამ ბოლო და გადამწყვეტ თამაში ბეილორთან დამარცხდა 70-86.
თამაშის დასაწყისში, პირველივე ბურთის ფლობაში ბეილორმა ორჯერ მოხსნა ბურთი მეტოქის ფარზე და დომინანტურად იმარჯვა კიდეც. (მოხსნები 38-22, 16 თავდასხმაში).
ფინალის დაწყებამდე კი კოეფიციენტები სხვა რამეზე მეტყველებდნენ.
ჩემპიონი:
გონზაგა - 1.50
ბეილორი - 2.65
ტოტალი - 159.5 ქულა
ახლა კი გადავიდეთ უდიდეს ფსონებზე. ერთ მოთამაშეს 300,000 დოლარი ედო რომ ბეილორი გაიმარჯვებდა და 40 წუთში 495,000 დოლარი ჩაიდო ჯიბეში ზემოდან.
მეორემ კი 330,000 დოლარი დადო რომ ბეილორი 5 ქულაზე მეტს არ წააგებდა. 5 ქულას არ წააგებდა კი არა აქეთ მოუგო 16 ქულით და მეორე მოთამაშემაც ზემოდან 300,000 მოიგო.
ერთ მოთამაშეს კი ტოტალზე ედო დიდი თანხა, რომელიც 330,000 დოლარიან ფსონს შევიდა იმაზე, რომ 159.5 ქულაზე ნაკლები ჩავარდებოდა მატჩში. მართალია 156 ქულა დაჯდა და შეიძლება ითქვას რომ წყნარადაა გამწვანებული, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე, 46 წამით ადრე ჯერ ერთმა გუნდა ააცილა სამქულიანი, ხოლო შემდეგ შეტევაში ბურთი დაიკარგა. თავისუფლად შეიძლობდა 161 ქულის ჩავარდნა, მაგრამ გადარჩა ბილეთი.
ძალიან ცოდოა გონზაგა. მათ შეეძლოთ მოეგოთ NCAA ისე, რომ არ წაეგოთ არცერთი მატჩი. ბოლოს ასეთი ფაქტი 1976 წელს დაფიქსირდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ