Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ორმა მეგობარმა მოგებული ვერ გაიყო

ორმა მეგობარმა მოგებული ვერ გაიყო

73 წლის ბალტიმორელი ქალბატონი თავის კლასელს ორი დღით ესტუმრა. ძველმა მეგობრებმა კარგი დრო ატარეს, გაიხსენეს ამბები, ცოტა ალკოჰოლიც მიირთვეს, მოკლედ კარგად გაერთნენ.

 

ორი დღის შემდეგ ტკბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სტუმარმა გამოსვლისთანავე მასპინძლის სახლთან ახლოს ლოტოს ჯიხური შენიშნა, ქალბატონს ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები. მივიდა მაღაზიასთან, 5 დოლარად შეიძინა გადასაფხეკი ბილეთი და 50,000 დოლარი მოიგო.

 

ახლად გამდიდრებულმა უკანვე მიირბინა თავის მეგობრის სახლთან. სურდა, რომ მისი სიხარული ძველ მეგობარსაც გაეზიარებინა, თუმცა 1 საათიანი ყიჟინის შემდეგ, მასპინძელმა განუცხადა, რომ მოგებულიდან ნახევარი მას ეკუთვნოდა.

 

ძველმა მეგობრებმა ანონიმურობა არჩიეს

 

“ჩემი კლასელი ორი დღე ჩემთან იყო. ჩემს საძინებელში ეძინა, ჩემს საკვებს მიირთმევდა, ჩემს სასმელს სვამდა, გადავყევი ზედ. ფულიც ჩემ ჯიხურში მოიგო და აუცილებლად ნახევარი მეკუთვნის” - ამბობს მასპინძელი.

 

ხოლო სტუმარმა კი თქვა, რომ რა თქმა უნდა, მზად იყო მეგბორისთვის მიეცა რაღაც წილი, მაგრამ ნახევარს თუ მოსთხოვდა ნამდვილად არ ეგონა.

 

“50,000 დოლარი არც თუ ისე დიდი თანხაა, ამ ფულს საჭიროებისამებრ გამოვიყენებ და მზად ვარ 10-15 ათასი ვაჩუქო მეგობარს, მაგრამ ნახევარი მებევრება, რაში ეკუთვნის კი მაგრამ?!” - გამარჯვებული მეგობრის კომენტარზე.

 

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ მორიგდნენ ძველი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ ბევრს არ იჩხბებდნენ და მორიგდებოდნენ. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ