Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სლოტ აპარატების განვითარების ისტორია

სლოტ აპარატების განვითარების ისტორია

დღესდღეობით სლოტ აპარატები კაზინოების უმთავრესი და განუყოფელი ნაწილია. მოთამაშეების უმეტესობამ დაივიწყა სხვა აზარტული თამაშები და მთლიანად გადაერთო სლოტებზე.

 

თუ აქამდე რულეტკა, ბლექჯეკი, პოკერი და სხვა სახეობები ლიდერობდნენ, დღეს უდიდესი ბაზარი სწორედ რომ სლოტებს უჭირავს, როგორც ონლაინ ასევე ლენდ კაზინოებში. 

 

დაზუსტებით და უტყუარ ინფორმაციას ვერავინ გეტყვით თუ სად წარმოიშვა რულეტკა, რადგან ბევრი სხვადასხვა წყარო არსებობს, ასევეა პოკერზეც, რადგან ანალოგიური თამაში ძველ ჩინეთშიც შეუნიშნავთ, თუმცა სლოტებზე ყველაფერი ზუსტად ვიცით, რადგან შედარებით ახალი ხილია აზარტული ადამიანებისთვის. 

 

1891 წელი

უპირველესი სლოტის აპარატი 1891 წელს ნიუ იორკში მდებარე კომპანია - Sittman and Pitt-მა შექმნა. აპარატზე მხოლოდ 5 უჯრა იყო, სადაც პოკერის ბანქოები ვარდებოდა და ჯამში 50 ცალი კარტი თამაშობდა. მოგების პრინციპი კი მარტივი იყო - უნდა დაგესვა პოკერის რომელიმე ხელი.

 

1887 - 1895

შემდეგ გამოჩნდა ჩარლზ ფეი, რომელმაც “ლიბერთი ბელი” (Liberty Bell) სლოტის აპარატი შექმნა. ფეის თამაში უფრო დახვეწილი იყო. მის აპარატში ხუთის ნაცვლად სამი უჯრა შეგხვდებოდათ და 50 კარტის მაგივრად მხოლოდ 5 სიმბოლო. ყველაზე დიდი მოგება ჯდებოდა მაშინ, როდესაც სამ ლიბერთი ბელს დაიჭერდა მოთამაშე.

 

1902 - 1908

დრო როდესაც პირველად გამოჩნდა BAR და ხილის სიმბოლოები. 1902 წელს ამერიკის მთავრობამ აკრძალა ფულზე თამაში, თუმცა სლოტის აპარატების მეპატრონეებმა ჭკუა იხმარეს და კუპიურების ნაცვლად გამარჯვებულებს საღეჭ რეზინებს, ტკბილეულს, ფქვილს და სხვა პროდუქტებს ურიგებდნენ მოთამაშეებს. 

 

1907 წელს ჩიკაგოელმა ჰერბერტ მილსმა გამოუშვა Operator Bell, რომელსაც ნებისმიერ სავაჭრო დაწესებულებაში წააწყდებოდა ადამიანი. 

 

1964

1964 წელს გამოვიდა ახალი თაობის სლოტ აპარატები, რომლებსაც ჩამოსაქაჩი ბერკეტი აღარ ჰქონდათ და ელექტრომექანიკურად მუშაობდნენ. პირველ ელექტრომექანიკურ თამაშს Money Honey ერქვა და მოთამაშეებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

 

1976 - 1978

1976 წელს სლოტებში რევოლუცია მოხდა, გამოვიდა რა პირველი ვიდეო სლოტი, რომელიც ლას ვეგასში მდებარე კომპანიამ, Fortune Coin-მა შექმნა. თამაშს 19 ინჩიანი სონის დისპლეი ჰქონდა და აპარატი პირველად ვეგასის სასტუმრო ჰილტონში დაიდგა. 

 

1996 

1996 წელს გამოვიდა პირველი სლოტი, რომელსაც ბონუს რაუნდიც ჰქონდა და ბონუსში შესვლისას დისპლეიზე სულ სხვა ეკრანი გამოდიოდა. 

 

ონლაინ სლოტების აღზევება

დღეს ონლაინ სლოტები ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშებია. ნებისმიერ ადამიანს ყველაფერი გამარტივებული ურჩევნია და რა საკვირველია, რომ მოთამაშეებიც ონლაინ სლოტებს ამჯობინებენ ლენდ კაზინოში წასვლას. 

 

დღევანდელ ეპოქაში ყველაფრის სახლში მოტანაა შესაძლებელი, საკვების, ტანისამოსის, მანქანის ნაწილების, სმარტფონი კი ყველას გვაქვს და შეგვიძლია წამოვწვეთ ტახტზე და ჩვენთვის გემრიელად ვითამაშოთ ნებისმიერი სლოტი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ