ჰავაიზე ადგილობრივმა ელექტროენერგიის კომპანია HECO-მ ერთ ოჯახს გულები გაუხეთქა, როდესაც თვის ბოლოს გადასახადი 18,000 დოლარი მიუტანა.
დეშა ენს და მის ქმარს რაშაან კეალოჰას, რომლებიც ოაჰუში ცხოვრობენ, ერთი მესიჯით თავზარი დაეცათ, როდესაც წაიკითხეს, რომ 18,000 დოლარი ჰქონდათ ამ თვეში გადასახდელი, ისიც მხოლოდ ელექტროენერგიაში.
შოკირებული რაშაან კეალოჰა HECO-ს ოფისში მივარდა და საბოლოოდ გაარკვია, რომ კომპანიამ მთელი უბნის დანახარჯი მას მიათვალა, მეტიც, უბნის განათებაც კი მის მისამართზე ჩაწერა შემთხვევით და ჯამში 18,000 დოლარი გამოუყვანა.
ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ჯერჯერობით HECO არ აპირებს დანახარჯის გაუქმებას, რადგან ზუსტად ვეღარ ითვლიან თუ რამდენი დოლარის ელექტროენერგია დაწვეს დეშა ენმა და რაშან კეალოჰამ.
“18,000 დოლარის დანახვაზე გული გამისკდა. 1 კვირის წინ პოკერის ტურნირში 45,000 დოლარი მქონდა მოგებული და უცებ რომ დავფიქრდი კი მივხვდი, რომ გადავიხდიდი ამდენ ვალს, თუმცა მერე გონზე მოვედი, 2 ტელევიზორი, ნათურები და აუცილებელი ტექნიკა როგორ დაწერდა ამდენ ფულს? კიდევ კარგი რომ გავარკვიე და პოკერში წვალებით მოგებული არ გადავრიცხე” - რაშან კეალოჰა
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ