Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გოგა ბითაძემ იოკიჩის წინააღმდეგ მშვენიერი რიცხვები დადო

გოგა ბითაძემ იოკიჩის წინააღმდეგ მშვენიერი რიცხვები დადო

გამთენიისას გოგა ბითაძეს ინდიანა პეისერსი მოქმედი MVP-ს, ნიკოლა იოკიჩის დენვერს მასპინძლობდა, თუმცა სამწუხაროდ 125-118 დამარცხდა.

 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის წინააღმდეგ. 

 

გოგამ 33:23 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად, რომ თამაშიდან ცუდი პროცენტით უტევდა, 14 სროლიდან მხოლოდ 5 გამოიყენა (2-5 სამქულიანი), მაგრამ კარგია, რომ 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 

 

ყველა ქართველი ვგულშემატკივრობთ გოგა ბითაძეს, არ აქვს მნიშვნელობა გვიყვარს თუ არა კალათბურთი და ძალიან გვიხარია ის, რომ გოგა წლიდან წლამდე იხვეწება და უმატებს. 

 

მართალია პირველ წელს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა, 8 წუთი, რაც გულსატკენია იმიტომ, რომ ქართველი ცენტრი ინდიანამ დრაფტის პირველ წრეში მე-18-ე პიკად აირჩია, ხოლო პირველი რაუნდის დრაფტ პიკებს ასე არ ექცევიან. თუმცა წავიდა იმდროინდელი მწვრთნელი, ნეიტ მაკმილანი და ახლადდანიშნულმა რიკ კარლაილმა უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა ქართველ კალათბურთელს და მისი სათამაშო დრო 14 წუთამდე გაზარდა.

 

 

ამ სეზონის მეორე ნახევარში გოგა უფრო მეტს თამაშობს, უფრო მეტს ბედავს, უფრო მეტად იღებს თამაშს საკუთარ თავზე და შესამჩნევია, რომ მას ნამდვილად აქვს ლიდერის თვისებები, თუმცა ჯერ ასაკი, გამოცდილება და ავტორიტეტი ხელს არ უწყობს. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მოვა თუ ბითაძე კიდევ უფრო მეტ ენერგიას ჩადებს საქმეში.

 

ინდიანა პეისერსი მომდევნო 2-3 წელი სავარაუდოდ ფლეიოფში ვერ ითამაშებს, რადგან ახალგაზრდული გუნდია. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც გუნდმა საბონისი დაატრეიდა. სწორედ ამიტომ გოგას აქვს ძალიან მაგარი შანსი, რომ გამოიჩინოს თავი პეისერსში და გახდეს ლიგის სოლიდური ცენტრი. თან მითუმეტეს წელს პროცენტი საგრძნობლად გააუმჯობესა და 52%-ით უტევს ფარს. 

 

მისი Per 36 Minutes კი სწორედ ამაზე მეტყველებს. Per 36 Minutes ნიშნავს - რა შედეგზე გავა კალათბურთელი მოედანზე 36 წუთს რომ თამაშობდეს.

 

დღეს გოგას საშუალო სტატისტიკა ასეთია - 13.9 წუთი, 6.7 ქულა, 3.4 მოხსნა, 1.0 პასი, 0.8 ბლოკი, 0.4 ჩაჭრა.

 

ხოლო 36 წუთს რომ თამაშობდეს, მისი შედეგი ასეთი იქნებოდა: 17.2 ქულა, 8.9 მოხსნა, 2.6 პასი, 2.0 ბლოკი, 1.1 ჩაჭრა.

 

Per 36 Minutes-ს ასე ითვლიან: 36 წუთი უნდა გავამრავლოთ საშუალოდ ჩაგდებულ ქულებზე, 6.7-ზე და გავყოთ დროზე, რასაც რეალურად თამაშობს, 13.9-ზე. ანუ (36x6.7)/13.9 

 

ასე ითვლიან ყველაფერს, როგორც ქულებს ასევე მოხსნებს, პასებს და ა.შ

 

მშვენიერი რიცხვებია, რას იტყვით? ნებისმიერ შემთხვევაში დავიჯეროთ გოგა ბითაძის და ვუსურვოთ წარმატებები! 

 

გოგა ჰიუსტონის წინააღმდეგ MVP გახდა

 

 


 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ