გუშინ ლიტვაში, ქალაქ კაუნასის ლეგენდარული გუნდი ჟალგირისი სერბულ გრანდს, ბელგრადის რედ სტარს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 103-98 მოუგო.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სერბებმა მატჩის დაწყებამდე Stop War ბანერს ხელი არ მოკიდეს.
უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან მთელი მსოფლიო ჩართულია ომის საწინააღმდეგო კამპანიაში. როგორც კალათბურთის ტურნირები ასევე სხვა სპორტული შეჯიბრებებიც ხაზს უსვამენ რუსულ აგრესიას და მოუწოდებენ ომის დასრულებისკენ, თუმცა სერბ კალათბურთელებს სხვა აზრი აქვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით.
ბანერის არ გაზიარების გამო ლიტველებმა გამაყრუებელი სტვენა ატეხეს, რადგან არ მოეწონათ სერბების ჟესტი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ