Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

10 საუკეთესო მომენტი - NBA ფლეიოფები

10 საუკეთესო მომენტი - NBA ფლეიოფები

NBA-ს წლევანდელი ფლეიოფის თამაშები უკვე გახურდა და რამდენიმე დაძაბული მატჩიც ვიხილეთ. 

 

გუშინ ბოსტონმა TD Garden-ში მოულოდნელად მეშვიდე ადგილზე გასულ ბრუკლინ ნეტს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 115-114 დაამარცხა და სერიაში 1-0 დაწინაურდა.

 

გამოსარჩევი ფაქტია ის, რომ სელტიკსის 4-მა კალათბურთელმა 20 და მეტი ქულა ჩააგდო. ხოლო ბრუკლინში კაირი ირვინგს ჰქონდა კარგი მატჩი 39 ქულით. დურანტმა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად ითამაშა. მის ანგარიშზე მხოლოდ 23 ქულაა.

 

 

ფინიქსმა ნიუ ორლეანს ძალიან მარტივად მოუგო პირველი თამაში ანგარიშით 110-99. კრის პოლმა, დევინ ბუკერმა და დეანდრე ეიტონმა ისეთი მატჩი ჩაატარეს, რომ ეჭვი ერთი წამითაც არავის გასჩენია. CP3-ის ანგარიშზე 30 ქულა და 10 პასია, დევინ ბუკერი - 25 ქულა, 8 მოხსნა, ეიტონი - 21 ქულა 9 მოხსნა 4 ბლოკშოტი. ფინიქსი დიდი ალბათობით 4-0ს მოუგებს პელიკანსს.

 

 

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა, მაიამი ჰიტმა ასევე სახლში ძალიან მარტივად მოუგო ტრეი იანგის ატლანტა ჰოქსს 115-91.

 

მაიამი ძალიან დაბალანსებული გუნდია. ჰიტს არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი სუპერსტარი. შესაძლოა ჯიმი ბატლერი განიხილებოდეს ოლსტარის კატეგორიაში, მაგრამ სუპერსტარი ნამდვილად არ არის. East-ის პირველადგილოსანი სავარაუდოდ მარტივად მოიგებს სერიას. მაქსიმუმ ერთი მატჩი მოიგოს ატლანტამ სახლში. სერიის ჩვენი ვარაუდი 4-1 არის. 

 

 

მოქმედმა ჩემპიონმა მილოუკი ბაქსმა კი ჩიკაგოსთან რთული პირველი შეხვედრა მოიგო. ძალიან საწყენია, რომ ჩიკაგოს ლონზო ბოლი აკლია. ბულსი მთელი სეზონი ტრავმებმა გატანჯა. რომ არა გაუთავებელი დანაკლისი, არავინ იცის თუ სად იქნებოდა ჩიკაგო ბულსი ახლა. თუმცა ერთი კი ფაქტია, რომ წელს მილოუკისთან სერიაში უშანსოდ არის და მაქსიმუმ 4-2 დამთავრდეს სერია მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით. 

 

ბერძენი სუპერსტარის ანგარიშზე 27 ქულა და 16 მოხსნაა. ხოლო ჩიკაგოდან ნიკოლა ვუჩევიჩს გამოვარჩევდით 24 ქულითა და 17 მოხსნით. 

 

 

ბოლოში კი გემრიელი ლუკმა - დღის ტოპ 10-ის ვიდეო.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ