Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რა შანსი გვაქვს ჩრდ. მაკედონიასთან?

რა შანსი გვაქვს ჩრდ. მაკედონიასთან?

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში უკვე ორი მატჩი ჩაატარა და ჩვენდა საბედნიეროდ ორივე მოიგო. 

 

გამარჯვებებთან ერთად ჩვენმა ნაკრებმა კიდევ იმით გაგვახარა, რომ ორივე თამაშში შემტევი, ლაღი და სწრაფი ფეხბურთი ითამაშა, გაიტანა ცხრა გოლი, რის შემდეგადაც ლიდერობს ჯგუფს ბულგარეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან და გიბრალტართან.

 

თუ პირველ მატჩში ქართველებმა 4 გოლი გავიტანეთ გიბრალტართან, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, სამაგიეროდ ბულგარეთში შეაგდეს 5 ბურთი, რითაც ფეხბურთელებმა გულშემატკივრები გაგვაბედნიერეს და ცოტა არ იყოს სახტადაც დაგვტოვეს. 

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ნაკრებს თანაბარ მეტოქესთან გასვლაზე ასეთი საუცხოო მატჩი არ ჩაუტარებია. მართალია მატჩის დასრულების შემდეგ გამოჩნდა თუ რამდენად ვჯობივართ ბულგარელებს, თუმცა თამაშის დასაწყისში მსგავს შედეგზე თუ ვიოცნებებდით. კი, ერთგულ ფანებს გვჯეროდა, რომ მოვიგებდით სტუმრად, მაგრამ სამ ბურთიან სხვაობაზე თავს ვერავინ დავდებდით. 

 

 

ჩრდ. მაკედონიასთან საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, 22:45 საათზე გამართავს მატჩს მესამე ტურის მატჩს, სადაც კვლავ არ ვართ ფავორიტები.

 

ვინ მოიგებს მატჩს?

 

ჩრდ. მაკედონია - 2.20

საქართველო - 3.10

 

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანალოგიური კოეფიციენტები გვქონდა ბულგარეთთანაც გასვლაზე. 

 

საქართველოს ნაკრების პირველი ორი მატჩიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სულ სხვა გუნდია ვიდრე იყო თუნდაც 1 წლის წინ. მოედნის ცენტრში ჩვენი ნახევარმცველები თავდაჯერებულად მოქმედებენ, გამართულია დაცვის ხაზი, შემტევები კი საოცარ ფორმაში არიან. ძალიან საწყენია წიტაიშვილის ტრავმა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაგვეხმარება გიორგი. 

 

კვეკვესკირი და აბურჯანია თამაშიდან თამაშამდე უმატებენ, ძალიან მაგარ ფორმაში არიან ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე, აღარაფერს ვამბობთ კვარაზე. 

 

კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფაქტი ის ხდება ჩვენს ნაკრებში, რომ გვყავს ორი თანაბარი დონის ცენტრალური თავდამსხმელი, ბუდუ და მიქაუტაძე, რომლებიც ჯანსაღი კონკურენციით ძალიან უმატებენ.

 

უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ვილი სანიოლის 3-5-2-მა ტაქტიკამ გაამართლა.

 

ჩრდილო მაკედონიაში საერთოდ სხვა გუნდით ჩავდივართ. თუ ერთი წლის წინ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას იმედზე ვიყავით, რომელიც გამოგვაკლდა მთავარ მატჩში, ახლა ის სიტუაცია აღარაა და გვყანან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის საკუთარ თავზე აღება. 

 

მოკლედ ქართული ფეხბურთს გულშემატკივარს, ყველას ძალიან გვახარებს ის, თუ რაც ხდება ახლა ჩვენს ნაკრებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთა ლიგის ჯგუფს აუცილებლად მოვიგებთ. წინ კიდევ სხვა მიზნებია.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ