Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვეგასში ქალმა მამაკაცს 90,000 დოლარის ჩიპები მოპარა

ვეგასში ქალმა მამაკაცს 90,000 დოლარის ჩიპები მოპარა

ნევადას შტატის პოლიციამ დაადგინა, რომ 9 ივნისს 40 წლის ებონი ბეირფილდმა ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში მამაკაცს 90,000 დოლარის ჩიპები მოპარა.

 

გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ დაზარალებული კაზინოში 50,000 დოლარის ჩიპებით თამაშობდა და ზემოდან 40,000 დოლარი მოიგო. ამ დროს თაღლითი ებონი ბეირფილდი მიუჯდა მას გვერდით და გაუბა ლაპარაკი. საუბარს რამდენიმე ჭიქა ვისკიც მოყვა და საბოლოოდ მამაკაცმა დილას სასტუმროს ნომერში ისე გაიღვიძა, რომ არაფერი ახსოვდა.

 

დაზარალებულმა მოგებული 90,000 დოლარის ჩიპები ნომერში ვერ იპოვა, ხოლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას საძილე დოზით ჰქონდა მიღებული ნარკოტიკი, რომელიც ებონი ბეირფილდმა ვისკიში ჩაუყარა.

 

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებში მის ბეირფილდი ადასტურებს, რომ სწორედ ის უზის გვერდით დაზარალებულს სათამაშო მაგიდასთან, მაგრამ არ აღიარებს, რომ მან ჩაუყარა ნარკოტი, დააძინა და შემდეგ გაქურდა მოთამაშე მამაკაცი. 

 

თუმცა პოლიციამ ებონი ბეირფილდის ნომერში აღმოაჩინა ზუსტად ის ნარკოტიკი, რომლითაც დაზარალებული დააძინეს და თაღლით ქალბატონს 7 წლამდე პატიმრობა ელოდება. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ