Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ბუკმეიკერები დაბალი კოეფიციენტით აფასებენ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ბუკმეიკერები დაბალი კოეფიციენტით აფასებენ

კვირას, 23:45 საათზე სერია A-ს უპირობო ფავორიტი ნაპოლი ბოლო ადგილზე მყოფ კრემონეზეს უმასპინძლებს. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე გუნდის რიგებში ქართველი ლეგიონერები, ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი ირიცხებიან. თუმცა საეჭვოა ლოჩოშვილის თამაში ნეაპოლში. ჯერჯერობით უცხოური მედია იწერება, რომ ლუკა კრემონეზეს ვერ დაეხმარება, მაგრამ დაველოდოთ მაინც კვირა დღეს. 

 

სპალეტის გუნდმა, ჯუზეპე მეაცაზე წაგების მერე, დაიბრუნა მფრინავი ფორმა. პარტენოპეიმ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, აქედან ოთხში მეტოქეები საგრძნობლად დაჩაგრა. სპალეტის ბიჭებს მხოლოდ რომასთან გაუჭირდათ მოგება, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდთან ბოლო წამებამდე ბრძოლაა საჭირო და არასდროსაა პორტუგალიელის დამარცხება ადვილი.

 

ნაპოლი კრემონეზესთან აშკარა ფავორიტია და უდიდესი ალბათობით მოიგებს კიდეც. ბუკმეიკერები ნეაპოლელების მოგებას 1.16 კოეფიციენტით აფასებენ.

 

კვირის მატჩს დიდი დაძაბულობა თან არ სდევს, მაგრამ აუცილებელია მეტოქის დაფასება და პატივისცემა. პარტენოპეისთვის ამ ეტაპზე ყველა სამი ქულა საჩემპიონოა და სპალეტის გუნდი, რა თქმა უნდა, სერიოზულად მოეკიდება კრემონეზესთან თამაშს. 

 

იმედი გვაქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც შეაგდებს გოლს, რაზეც 2.20 კოეფიციენტი გვაქვს. წარმატებები ვუსურვოთ პირველ რიგში ნეაპოლს და შემდეგ კვარაცხელიას. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ