Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლუიზიანას ფანებმა გამარჯვება 22,462 ჭიქით აღნიშნეს (ვიდეო)

ლუიზიანას ფანებმა გამარჯვება 22,462 ჭიქით აღნიშნეს (ვიდეო)

21 ივნისს, LCU ტაიგერსმა ვეიკ ფორესტი 5-2 დაამარცხა, რამაც ქალაქში დიდი სიხარული და აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

ბედნიერი გულშემატკივრები Rocco’s პიცერიაში შეიკრიბნენ და საბოლოოდ 22,462 ჭიქა Jell-O დალიეს, რაც კოლეჯის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამერიკაში გულშემატკივრები სასმლის მიღებაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. წინა რეკორდი მისისიპის უნივერსიტეტს ეკუთვნის, 2022 წელს მათმა სტუდენტებმა 18,777 შოთი შეუკვეთეს. 

 

აღსანიშნავია Rocco’s პიცერიის მფლობელის, კევინ კულიატის მარკეტინგული გათვლა, რომელმაც 2016 წლის მერე გადაწყვიტა, რომ Jello-ს შოთებს მხოლოდ LSU-ს ფერებში დაასხამდა. ასე იქცა კევინის პიცერია ლუიზიანას უნივერსიტეტის გულშემატკივრების საყვარელ ადგილად. 

 

ყველაზე მეტი ჭიქა Cane's Chicken Fingers-ის დამფუძნებელმა, ტოდ გრეივსმა შეუკვეთა, რომელმაც 6,000 შოთში 30,000 დოლარი გადაიხადა. მისტერ გრეივსის შეკვეთაც სარეკორდოა, აქამდე ერთ ადამიანს ამდენი ჭიქა არასდროს უყიდია. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ