მილიონერი ნაპოვნია. “ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.
18 იანვარს, სოციალურად დაუცველების სასადილოში ვლიკო ბაბუს შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაეშურნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეებს 1 182 454 ლარი მოაგებინა
ვალიკო ბაბუას უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვს და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.
ახალ მილიონერები პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ