Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩიკაგოელმა ჯეკპოტის მოგების მიუხედავად მაკდონალდსში მუშაობა გააგრძელა

ჩიკაგოელმა ჯეკპოტის მოგების მიუხედავად მაკდონალდსში მუშაობა გააგრძელა

51 წლის იანსი ჰიქსი მაკდონალდსში 26 წელი მუშაობდა. 2008 წელს, ჩიკაგოელი ჰიქსისთვის ზღაპრული დილა გათენდა. იანსიმ, ილინოიზის შტატის ლატარიაში, 1 მილიონი დოლარი მოიგო და მაკდონალდსის რიგითი თანამშრომლიდან Subway-ს მეწილე გახდა. 

 

ჯეკპოტის მოგების მიუხედავად, ჰიქსი, 4 თვის მანძილზე, მაკდონალდში კვლავ აგრძელებდა მუშაობას.

 

ახალი მილიონერი არ აყვა ემოციებს და ჭკვიანურად მიუდგა ფულის ხარჯვას. მან, დიდი თანხა მხოლოდ ოცნების მანქანაში, წითელ კორვეტში გადაიხადა, რაც 30,000 დოლარი დაუჯდა. შვილს დაუფინანსა კოლეჯში სწავლის საფასური და დარჩენილი თანხით ბიზნესმენობა გადაწყვიტა. 

 

 

იანსი ჰიქსმა, თავის უბანში მდებარე, Sabwey-ს ერთ-ერთი ფილიალის წილი შეისყიდა და რიგითი მაკდონალდსის თანამშრომლიდან კვების ობიექტის დირექტორი გახდა. 

 

ბატონი ჰიქსი იხსენებს:

 

“რამდენიმე დღის წინ, ჩემ საკუთარ კომპანიაში 5 წუთით დამაგვიანდა მისვლა და არაპუნქტუალურობის გამო თანამშრომლებთან ძალიან მომერიდა, თუმცა შემდეგ ჩემ თავს ვუთხარი, რომ აქ ბოსი მე ვარ და ჯობია დავივიწყო მაკდონალდსის დღეები”.

 

ინტერვიუში იანსიმ, ასევე, დაამატა:

 

“1 მილიონი დოლარის მოგება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გავვარდეთ კარიბის კუნძულებზე და შევიძინოთ ძვირადღირებული სახლი. ეს თანხა გვაძლევს შესაძლებლობას, ჭკვიანურად დავაბანდოთ ფული და ჩვენი საკუთარი საქმე გვქონდეს, რომელიც უფრო მეტ ფინანსებს მოგვიტანს” 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ