Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მასწავლებელმა თავის სტუდენტს კაზინოში აკოცა და სკოლიდან გააგდეს

მასწავლებელმა თავის სტუდენტს კაზინოში აკოცა და სკოლიდან გააგდეს

29 წლის მასწავლებელი, ჯენიფერ არდინგი სკოლიდან გარიცხეს, რადგან მთვრალმა კაზინოში თავის საკუთარ 18 წლის სტუდენტს აკოცა. 

 

სკოლიდან, ასევე, გარიცხეს 32 წლის ჯენიფერის კოლეგა, შარლოტა ბრედლი, რომელიც არდინგთან და სტუდენთან ერთად ერთობოდა როჩესტერში, კენტში მდებარე Casino Rooms-ში.

 

მასწავლებლები არაყს სვამდნენ და დაინახეს 18 წლის სტუდენტი, რომელიც იმავე კაზინოში თავისთვის ატარებდა დროს. გადმოიპატიჟეს თავისთან, ერთად გააგრძელეს სმა, ცეკვა, ბოლოს კი სამივემ შარლოტა ბრედლის სახლში გადაინაცვლეს. 

 

 

მეორე დილას, Uber-ის ტაქსით სახლში მიმავალმა სტუდენტმა ჯენიფერ არდინგისგან მიიღო SMS, სადაც ეწერა:

 

“გთხოვ, სკოლაში არავის მოუყვე გუშინდელ გიჟურ ღამეზე. ამის გამო, შეიძლება სამსახური დავკარგო”.

 

არდინგის მესიჯი სტუდენტის დედამ ნახა და სკოლაში ყველას მოუყვა მასწავლებლების და თავისი შვილის ამბავი.

 

ჯენიფერი და შარლოტა სკოლიდან გარიცხეს. თუმცა, თუ გამოძიების შემდეგ გარემოება არ დამძიმდა, ორი წლის შემდეგ კვლავ შეძლებენ მასწავლებლები თავიანთი საქმის კეთებას.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ