Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

6.67 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

6.67 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

გუშინდელი პროგნოზი გამართლდა და დღესაც შევეცდებით ბილეთის გამწვანებას, მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი და კარგი მატჩი გველოდება.

 

დავიწყოთ ინგლისის ლიგის თასიდან, სადაც ერთმანეთს ლივერპული და არსენალი შეხვდებიან. 

 

რამდენიმე დღის წინ ეს გუნდები პრემიერ ლიგაში დაუპირისპირდნენ. მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებლად მოიგო 3-1.

 

თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველი გოლი ლონდონელებმა გაიტანეს, რასაც უმალვე უპასუხეს ლივერპულელებმა და პირველი ტაიმი 2-1 მოიგეს. ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, რომ მერსესაიდელებმა თამაში 0-1 ჩამორჩენის შემდეგ დაიწყეს და იოლად გაუტანეს მეთოფეებს ორივე გოლი. 

 

ლოგიკურად დღესაც მეტ გოლს ველოდებით, თუმცა არ ვრისკავთ და ლივერპულის გასვლას ვიღებთ, რასაც საკმაოდ მაღალი კუში აქვს. 

 

იურგენ კლოპის გუნდს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, შარშან პრემიერ ლიგაც დაამატა და წესით გერმანელ მწვრთნელს ყველა თასის მოგება უნდა ჰქონდეს მიზანში. მითუმეტეს, ბოლო დროს მეორე ხარისხოვანმა თასებმაც შეიძინეს რაღაც ხიბლი და კარგი იქნება თუ კოლექციას კიდევ ერთ ტიტულს შეჰმატებს კლოპი. 

 

ამიტომ გვგონია, რომ წელს ლივერპული EFL და FA-ს თასებისთვისაც იბრძოლებს. 

 

ლივერპული - არსენალი

 

გასვლა შემდეგ ეტაპზე - 1 (1.49)


 

გადავინაცვლოთ ლა ლიგაში, სადაც ვიგოს სელტა ბარსელონას უმასპინძლებს. ამ თამაშში ორივეს გატანს ვფიქრობთ. 

 

კატალონიურ გრანდს ძალიან უჭირს ბოლო წლებში სელტასთან გასვლაზე თამაში. ბარსელონამ ბოლოს 2015 წელს მოიგო ლა ლიგური მატჩი ვიგოში.

 

მას შემდეგ 6 თამაში ჩაატარა და ექვსივეში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი, ზუსტად რომ გითხრათ, ბარსელონამ, 2015 წლის შემდეგ, სელტასთან გასვლით მატჩებში 15 გოლი გაუშვა. საშუალოდ 2.5 გოლი გააქვს სელტას ბარსას კარში და დღესაც ვფიქრობთ, რომ ერთს მაინც გაუშვებს.

 

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არც ბარსელონა იჯდება დაცვაში და სავარაუდოდ კატალონიელებიც გაიტანენ ერთს მაინც. ორივეს გატანს კი მშვენიერი კოეფიციენტი აქვს.

 

სელტა - ბარსელონა

 

ორივე გაიტანს - კი (1.75)


 

შემდეგი ორი პოზიცია ევროპა ლიგის შესარჩევიდან გვაქვს. არარატ არმენია ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალური მასპინძელი არ იქნება სომხური გუნდი. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში გაიმართება. 

 

სერბების მოგებას დაბალი კუში აქვს, ამიტომ მათ კუთხურებს ვფიქრობთ, გვგონია რომ ზვეზდა 6 კუთხურს მაინც ჩამოაწვდის, რადგან ძალიან უყვართ სტანდარტულები.

 

უდიდესი ალბათობით, ევროპა ლიგის ჯგუფში, ცრვენა ზვეზდა მოხვდება და სერბები ხშირად იგებენ დაძაბულ მატჩებს კუთხურების წყალობით. 

 

არარატ არმენია - ცრვენა ზვეზდა 

 

მეორე გუნდის კუთხურები 5.5 - მეტი (1.55)


 

ბოლო პოზიცია რუსენბორგი-პსვ ეინდჰოვენიდან გვაქვს, სადაც მეტ გოლს ვფიქრობთ. ერთმანეთს დიდი ტრადიციების მქონე გუნდები დაუპირისპირდებიან გადამწყვეტ მატჩში და გვგონია, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ. 

 

კლუბები ერთმანეთს ბოლოს 2019 წლის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ნორვეგიაში ეინდჰოვენმა 1-4 მოიგო, ხოლო მეორე თამაში, ჰოლანდიაში ფრედ 1-1 დასრულდა. 

 

დღეს დიდ ბრძოლას ველით და იმედი გვაქვს, რომ ბევრი გოლიც გავა, რადგან ორივე გუნდს უყვარს შეტევა.

 

რუსენბორგი - პსვ ეინდჰოვენი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.65)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დღესაც გამწვანდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ