Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დაცვის თანამშრომელმა მოგებული 5 მილიონი სულ დახარჯა და ცვლაში მუშაობას დაუბრუნდა

დაცვის თანამშრომელმა მოგებული 5 მილიონი სულ დახარჯა და ცვლაში მუშაობას დაუბრუნდა

ალბათ უკვე უამრავი უცნაური ისტორია წაგიკითხავთ ჩვენს სივრცეში ლოტოში გამარჯვებულებზე და ლუ აიზენბნერგის ამბავსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ნამდვილად ღირსია ერთი პატარა სტატიის. 

 

ფლორიდელმა ლუ აიზენბერგმა, რომელიც დაცვაში მუშაობდა, 1981 წელს, 5 მილიონი დოლარი მოიგო ნიუ იორკის ლატარიაში და იმ დროისთვის რეკორდული შედეგი დააფიქსირა.

 

ფინანსისტებთან კონსულტაციების შემდეგ, გამარჯვებულმა თანხის ერთიანად აღებას ყოველწლიური ჩეკი არჩია და აიზენბერგს, 2001 წლამდე, 219,000 დოლარიანი “ხელფასი” დაენიშნა. 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოგება რეკორდული იყო, ამიტომ ჯეკპოტის გამარჯვებული ტელევიზიების ხშირი სტუმარი იყო, უამრავ რეკლამაშიც იღებდნენ და ფულთან ერთად დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

 

თუმცა, როგორც ხშირად ხდება, აიზენბერგი ფულის უაზროდ ხარჯვას შეუდგა. მართალია გარშემო ყველას ეხმარებოდა ფინანსურად, ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს და კეთილ საქმეს აკეთებდა, მაგრამ 5 მილიონი ის თანხა არ არის, რომ თავს ყველაფრის საშუალება მისცე. 

 

ლოტოში მოგებული თანხის განიავება ძალიან მარტივია

 

ლუმ არ დაუჯერა ფინანსისტებს და შეიძინა ისეთი სასახლე, რომლის შენახვაც ამ თანხით შეუძლებელი იყო, ყველა ნაცნობს აჩუქა უძვირფასესი მანქანა, საათები, არ დაიკლო მოგზაურობა, დასვენება, მოკლედ იგრიალა ოქრომ, ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო. 

 

თუმცა, 2001 წელს, როდესაც ბოლო ჩეკი აიღო, აიზენბერგი ხვდებოდა, რომ ბოლო ფული მთელი ცხოვრება აღარ ეყოფოდა და დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს. ყოფილმა თანამშრომლებმა ლუ სიხარულით მიიღეს, რადგან კეთილმა ადამიანმა, თავის დროზე, ყველას გაუწოდა დახმარების ხელი, მათ შორის ძველ კოლეგებსაც. 

 

“საერთოდ არაფერს ვნანობ. 5 მილიონი დოლარი ზღაპრულად მოვიგე, არც მიშრომია, არც მიწვალია. მოგებული ფული უნდა დახარჯო” - ლუ აიზენბერგი.

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ