Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.80 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

5.80 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს საკმაოდ ბევრი და საინტერესო თამაში გაიმართება ერთა ლიგის ტურნირზე. ჩვენც, რა თქმა უნდა, შევეცდებით ბილეთის გამწვანებას.

 

დღეს ყველაზე საინტერესო მატჩი ესპანეთში გვაქვს, სადაც მასპინძლები გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ესპანელებს აუცილებლად მოგება სჭირდებათ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, ხოლო გერმანელებს ფრეც აწყობთ.

 

ესპანეთს აუცილებლად შესატევი და გასატანი აქვს. აი, ბოლოს როდის გახსოვთ გერმანელებს ფრეზე ეთამაშათ?! 

 

ამიტომ ამ მატჩში ლოგიკური გვოგნია ორივეს გატანა და იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი. 

 

ესპანეთი - გერმანია

 

ორივე გაიტანს - კი (1.60)


 

შემდეგი პოზიცია შვეიცარია-უკრაინიდან გვაქვს. შევჩენკოს ნაკრები ძალიან უცნაურია. მაგალითად წინა ტურში, როდესაც გერმანიაში დაწინაურდა 0-1, ლაივ ცხრილში უკრაინელები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდნენ, თუმცა გერმანულმა მანქანამ იძალა და მაინც დამაჯერებლად მოიგო და შევჩენკოს გუნდი საბოლოოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

 

დღეს საერთოდ შეიძლება რომ B ლიგაში დაქვეითდეს უკრაინის საფეხბურთო ნაკრები.

 

ამისთვის შვეიცარიას მოგება სჭირდება, ოღონდ ან 1-0 ან სხვა შემთხვევაში ორ ბურთიანი უპირატესობით, რადგან უკრაინაში 2-1 აქვთ წაგებული შვეიცარიელებს და დღეს მოგების შემთხვევაში, უკრაინაც და შვეიცარიაც 6-6 ქულას დააგროვებს, ტაი-ბრეიკერი კი ურთერთშეხვედრებია. 

 

შვეიცარია პირველივე წუთებიდან აუცილებლად გოლის გასატანად წავა და არ გვგონია, უკრაინა ჩაჯდეს დაცვაში მაინცდამაინც. შევჩენკოს ნაკრები დაცვაში არ უნდა იჯდეს. უნდა შეუტიოს და გაიტანოს, ამიტომ ამ მატჩში მეტ გოლს ვფიქრობთ.

 

შვეიცარია - უკრაინა 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.85)


 

ბოლო ორი პოზიცია ორივე D ლიგიდან გვაქვს. ანდორა ლატვიას უმასპინძლებს და მკვდარი თამაში გვგონია. D ლიგიდან გუნდები ვეღარსად ვარდებიან, თან მითუმეტეს არცერთ გუნდს არ აქვს C ლიგაში ასვლის შანსი, ამიტომ ნაკლებ გოლს ვფიქრობთ.

 

ლატვია ძალიან ცუდი ნაკრებია, ანდორაზე აღარ გვაქვს ლაპარაკი. თანაბრად ცუდი გუნდები არიან. თან ეს ნაკრებები უკანასკნელ 2 წელიწადში 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი 0-0 დასრულდა.

 

ანდორა - ლატვია

 

გოლების რაოდენობა 2.5 - ნაკლები (1.37)


 

ბოლო პოზიცია გიბრალტარი-ლიხტენშტეინიდან გვაქვს. ამ ჯგუფშიც ყველაფერი გარკვეულია, გიბრალტარი C ლიგაში ამოვა, დანარჩენები კი დარჩებიან D-ში. 

 

ამ ჯგუფში გიბრალტარი, ლიხტენშტეინი და სან მარინო თამაშობენ. ნახეთ ალბათ როგორ იტირა სან მარინოს ნაკრების კაპიტანმა, როდესაც მისმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი არ წააგო გიბრალტართან და ლიხტენშტეინთან, ორივე მატჩი ფრედ 0-0 დამთავრდა. 

 

ამ გუნდებს ძალიან უჭირთ გოლების გატანა, მითუმეტეს გადაწყვეტილია ამ ჯგუფის ბედი და ლოგიკურად ნაკლები გოლი გვგონია.

 

გიბრალტარი - ლიხტენშტეინი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - ნაკლები (1.43)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი, გისურვებთ წარმატებებს!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ