სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.57 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.57 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

გუშინ კარგი ბილეთი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ აუტები ვერ გამოვიცანით. მართალია 5 დაგვაკლდა, თუმცა ბევრია და თავს ვერ გავიმართლებთ.

 

დღესაც შევეცდებით ბილეთის გამოცნობას და გთავაზობთ ჩვენს პოზიციებს.

 

დავიწყოთ ლივერპულით. ლივერპული სახლში ბრაიტონს უმასპინძლებს და ჩვენთვის მოულოდნელად მაღალი კუში აქვს, 1.45.

 

კლოპის გუნდმა ბოლო ორ ტურში გაიმარჯვა საკმაოდ რთულ მატჩებში ლონდონურ გუნდებთან, ტოტენჰემთან და ვესტ ჰემთან. ორივე გასვლა.

 

დღესაც ენფილდზე აუცილებლად მოსაგები აქვს მაჩანჩალა ბრაიტონთან, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

 

მართალია გუნდს დაცვა არ ჰყავს, მაგრამ ბრაიტონს ლივერპულმა აუცილებლად უნდა მოუგოს სახლში, სულ რომ 10 კაცით იყოს, მითუმეტეს ასეთ დროს, როდესაც ძალიან სჭირდება გამარჯვება.

 

ლივერპული - ბრაიტონი

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.45)


 

დავრჩეთ პრემიერლიგაში. შემდეგი პოზიცია ლიდსი-ევერტონიდან გვაქვს და ვფიქრობთ რომ ორივე გაიტანს გოლს.

 

ლიდსი ზოგადად ძალიან მეტისტი გუნდია. 20 თამაშში 35 გოლი აქვთ გატანილი და 36 - გაშვებული.

 

დღეს პრინციპში ევერტონის მოგებას ვფიქრობთ, რასაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვს, თუმცა ორივეს გატანა უფრო რეალურად გვეჩვენება.

 

ანჩელოტის გუნდის მიზანი ოთხეულია და ბიელსას გუნდს აუცილებლად შეუტევენ. ლიდსისთვის კი წელს აზრი არ აქვს რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია, ყოველთვის შეტევაზე მიდიან და გააქვთ გოლი.

 

ლიდსი - ევერტონი

 

ორივე გაიტანს - კი (1.55)


 

ბოლო ორი პოზიცია იტალიის თასიდან გვაქვს, სადაც ნაპოლი ატალანტას უმასპინძლებს. როგორც იცით, ნახევარფინალებიდან ორ მატჩიანი დუელია და წესით პირველ თამაშში გოლებიც უნდა ვნახოთ და კუთხურებიც.

 

მითუმეტეს რომ იტალიური გუნდები ძალიან შემტევები გახდნენ, ამის შეხსენება აღარავის გჭირდებათ, განსაკუთრებით კი ატალანტა გამოირჩევა ლაღი ფეხბურთით და არც ნაპოლი აკლებს.

 

ნაპოლი - ატალანტა

 

ორივე გაიტანს - კი (1.55)

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.60)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დღეს გამართლდება ჩვენი პროგნოზი და დაჯდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ