სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.18 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.18 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

დღეს შემოგთავაზებთ როგორც Players.ge-ს ბილეთს ასევე სერგის და გეგის ჯგუფის ბილეთს, ოღონდ უკანასკნელს ოდნავ მოგვიანებით. 

 

დავიწყოთ ჩვენი ბილეთით.

 

ოთხშაბათს ძალიან მაგარი მატჩები გვაქვს. ბაიერნი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს, სადაც კუთხურებს და ბარათებს ვფიქრობთ.

 

გერმანელებს არ ჰყავთ ლევანდოვსკი და ამიტომ ფლანგებიდან შეუტევენ. სავარაუდოდ არც გნაბრი იქნება, მაგრამ ითამაშებენ სანე და კომანი, რომლებსაც შეუძლიათ სტანდარტულების გამომუშავება. 

 

იგივე შიეძლება ითქვას ფრანგებზეც. მათ ფლანგებზე მბაპე, ნეიმარი და დიმარია იქნებიან და ლოგიკურია ჯამში 9 კუთხური.

 

თან ორივე გუნდი შემტევია, დაცვაზე არცერთი ითამაშებს. ბაიერნს სახლში აუცილებლად მოსაგები აქვთ, ხოლო პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ არ იციან დაცვაში თამაში. 

 

ბარათებიც ლოგიკურია, ფრანგებს პარედესი და ვერატი ვერ დაეხმარებათ, ამიტომ სავარაუდოდ ცენტრს გერმანელები მოიგებენ. ორივე გუნდი სისწრაფეზე გააკეთებს აქცენტს და მსოფლიო ვარსკვლავების გაჩერება ბარათების გარეშე შეუძლებელია. 

 

მსაჯი მატეო ლაოსია, რომელიც ლიგაზე ამ სეზონში საშუალოდ ზუსტად 5 ყვითელს იღებს. 

 

ბაიერნი - პსჟ

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.49)

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.70)


 

დღეს გვაქვს სერია A-ც. იუვე ნაპოლის უმასპინძლებს და ამ მატჩშიც ორ პოზიციას ვფიქრობთ. ჯარიმებს და კუთხურებს. 

 

ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდებით. ორივე გუნდი ოთხეულისთვის იბრძვის, 28 ტურის შემდეგ ორივეს 56 ქულა აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. 

 

ლოგიკურად ბევრი პატარ-პატარა ჯარიმა უნდა წამოვიდეს, მაგრამ ბარათებს ვუფრთხით მსაჯის გამო. მარიანი ძალიან ცოტა ყვითელს იღებს, თუმცა საშუალოდ 25.54-ჯერ აჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო. ჩვენც ზუსტად 25 გვინდა.

 

ამ სეზონში ზოგადად ორივე გუნდი აწვდის კუთხურებს. იუვეს თამაშებში საშუალოდ 10.5 მოდის, ნაპოლის თამაშებში - 9.9. ინდივიდუალურად ტურინელები 6.1 კუთხურს აწვდიან, ნეაპოლელები - 5.9.

 

ორივე გუნდს შესატევი აქვს. პირველ რიგში იუვეს და სავარაუდოდ გაიტანენ კიდეც პირველ გოლს ტურინელები, აი მერე ნაპოლი იქნება ცუდ დღეში და ქულის გადასარჩენად მოუწევთ თამაში, რაც პირდაპირ კავშირში იქნება კუთხურებთან. 

 

იუვენტუსი - ნაპოლი

 

ჯარიმების რაოდენობა 24.5 - მეტი (1.45)

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტ (1.41)


 

დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია დაჯდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ