სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დააკავეს ქალი, რომელიც მდიდარ მამაკაცებს ათრობდა და ძვრიფასეულობას პარავდა

დააკავეს ქალი, რომელიც მდიდარ მამაკაცებს ათრობდა და ძვრიფასეულობას პარავდა

ლას ვეგასის პოლიციამ დააკავა 23 წლის ქალბატონი, უინდი როუზი, რომელიც მამაკაცებს ვეგასის მდიდრულ კაზინოებში ათრობდა და ძვირფასეულობას პარავდა. 

 

უინდი როუზის ტაქტიქა საკმაოდ მარტივი იყო. მიდიოდა კაზინოში, ჯდებოდა ბარში და ელოდებოდა მსხვერპლს. 

 

მდიდარი მამაკაცის მიზანში ამოღების შემდეგ, 23 წლის უინდი თავის შარმს და სილამაზეს იყენებდა. დაზარალებულები, რა თქმა უნდა, ეპატიჟებოდნენ სასმელზე, საუბრობდნენ, კარგ დროს ატარებდნენ და 1 საათის შემდეგ მიდიოდნენ სასტუმროს ნომერში.

 

ოთახში განმარტოვებისას დამნაშავე მსხვერპლს ჭიქაში უყრიდა დამაძინებელ საშუალებას და თიშავდა მამაკაცს. შემდეგ კი გათიშულს პარავდა საათს, ბეჭედს და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს. 

 

თაღლით ქალს მსგავსი არაერთხელ გაუკეთებია და საბოლოოდ პოლიციამ დააკავა კიდეც უინდი. ყველა დაზარალებული ერთსა და იმავეს ამბობდა რომ ვეგასის სატუმროში გაიცნეს გოგონა, დალიეს, დრო გაატარეს, ავიდნენ ნომერში, მაგრამ მას მერე არაფერი ახსოვთ.

თუმცა რამდენიმე კაცმა გაიხსენა რომ ქალს ლომის ტატუ ჰქონდა ფეხზე მოხატული და პოლიციამაც სწორედ ამ დეტალით ამოიცნო თაღლითი. 

 

პირველი შემთხვევა 21 თებერვალს დაფისქრიდა, როდესაც პოლიციაში მისულმა ჯეკ ჰენდერსონმა განაცხადა რომ სასტუმროს ნომრიდან გაქრა მისი 37,000 დოლარიანი საათი. 

 

მას შემდეგ, 4 თვე კარგად უმუშავია უინდი როუზს და დაახლოებით 245,000 დოლარის ნივთები აქვს მოპარული. 

 

სასჯელი ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ