ქართველი ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქს 5 მილიონ დოლარს ედავება.
მოჭადრაკემ კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.
საუბარია ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალზე - ლაზიერის გამბიტი (Queen’s Gambit). სერიალში, ერთ-ერთ ეპიზოდში დრამაა დადგმული, სადაც ნათქვამია, თითქოს და მანამდე არცერთ ქალს არ უთამაშია ჭადრაკი მამაკცთან და არ მოუგია დაპირისპირება.
მსგავსი სცენით ნონა გაფრინდაშვილის სახელს შეურაცხყოფს ნეტფლიქსი და ართმევს იმ ჯილდოებს, რაც ჩვენ ქართველ სპორტმენს მიუღია.
საქვეყნოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ 1968 წლამდე ქართველ ლეგენდას 59 მამაკაცთან ჰქონდა ჩატარებული შეხვედრა. ლაზიერის გამბიტში კი, სადაც 1968 წელია აღწერილი, მთავარი გამოგონილი პერსონაჟი მამაკაცს ხვდება და უგებს. სცენარისტმა გაამძაფრა სიუჟეტი და დაამატა, რომ აქამდე არცერთ ქალს არ მოუგია მამაკიცისთვის, რაც ტყუილია.
ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს სიმბოლოა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი მოჭადრაკე იმდენად პოპულარული იყო, რომ ზოგისთვის თავისუფლების სიმბოლოც გახდა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით და ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად არ არსებობდა.
საქართველოს მოსახლეობაც ძალიან გაღიზიანდა ამ ფაქტით. ისედაც თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს მსგავი წარმატებები და ისიც მოგვპარეს.
წარმატებები ვუსურვოთ ნონა გაფრინდაშვილს და ვუსურვოთ პროცესის და 5 მილიონი დოლარის მოგება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ