სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სად დამალეს ვეგასში მოპარული ძვირფასეულობა მძარცველებმა

სად დამალეს ვეგასში მოპარული ძვირფასეულობა მძარცველებმა

ლას ვეგასის პოლიციის განცხადებით ნიკი გრენდელმა და სტეისი ჯონსონმა 2 იანვარს მთვრალი მამაკაცი ვეგასში, Caesars Palace-ში გაქურდეს.

 

ნიკი და სტეისი მარტივი გეგმით მოქმედებდნენ. კაზინოს დარბაზში შეარჩევდნენ ყველაზე მთვრალს, მიუსხდებოდნენ და შემდეგ მისსავე ნომერში მიჰყვებოდნენ. 

 

ამჯერად მიზანში ამოღებულ მამაკაცს როლექსის საათი და ნაღდი ფული, 6,500 დოლარი მოპარეს სასტუმროს ნომერში. 

 

როდესაც გოგონები ოთახიდან გამოვიდნენ და უკვე კიბეებზე ჩადიოდნენ, მთვრალმა მამაკაცმა აღმოაჩინა გამქრალი ნივთები და დაედევნა მათ. დაწევისთანავე მოიკითხა თავისი ფული და საათი, თუმცა ნიკიმ და სტეისიმ უთხრეს რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ რაზე ლაპარაკობდა ის. 

 

გაბრაზებულმა დაზარალებულმა უმალვე გამოიძახა პოლიცია, თუმცა ჩხრეკისას ვერც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს რაიმე მოპარული ნივთი. მაგრამ მათ რიგებში აღმოჩნდა ერთი ჭკვიანი პოლიციელი, რომელმაც გოგონების რენტგენზე შემოწმება მოითხოვა…

 

რენტეგნის ფირის შედეგად აღმოჩდნა, რომ ნიკის ვაგინაში ჰქონდა დამალული როლექსის საათი, ხოლო სტეისის გენიტალიებში კი მოთავსებულიყო კარგად დახვეული 6,500 დოლარი.

 

დამნაშავეები C კატეგორიით დაისჯებიან, რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ