საკვების გამოძახება უკვე ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია. საჭმლის მიტანის სერვისზე დამოკიდებულები განსაკუთრებით პანდემიის დროს გავხდით და ალბათ ვერც ვეღარასდროს გადავეჩვევით.
გასულ სამშაბათს ოჰაიოს პოლიციამ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ნუ დარეკავენ 911-ში უგემური საჭმლის გამოძახების გამო.
საქმე იმაშია, რომ წინა კვირაში ქალბატონმა პოლიციაში იმის გამო დარეკა, რომ KFC-ში ქათმის 8 ფრთა შეუკვეთა და მხოლოდ 4 მიუტანეს, რაზეც განრისხებულმა აიღო ტელეფონი და 911-ში დარეკა, რომლის დისპეჩერსაც უხსნიდა თავის პრობლემას.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, გაბრაზებულმა რაიონის პოლიციის უფროსმა პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლეობას, რომ არ დააკავონ მსგავსი სისულელეებით 911-ის ნომერი.
“ლატარიაში ჯეკპოტს უფრო მოიგებთ და ამის უფრო დიდი შანსი გაქვთ, ვიდრე პოლიციელმა გადაგიცვალოთ KFC-ის შეკვეთა და ადგილზე მან მოგიტანოთ უვნებლად. ხალხო, გამოფხიზლდით, ამ დროს შესაძლოა და სავარაუდოდ ვიღაცას ნამდვილად სჭირდება პოლიციის დახმარება” - სკოტ მეიერი, პოლიციის შეფი
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი მომენტები? იმედია პატრულში არ დარეკავდით გაფუჭებული პიცის გამო, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიგვიწერია Glovo-ს, Wolt-ის ან Bolt-ის საფორთისთვის.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ