გასულ შაბათს საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მონპელიემ პსჟ-ს უმასპინძლა და 0-4 განადგურდა. პირველი დუბლი გაიფორმა ლეო მესიმ ლიგა 1-ში, მესამე გოლი დი მარიამ შეაგდო ხოლო ბოლო - მბაპემ.
ბოლო ტურის მატჩში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სენეგალელმა ფეხბურთელმა და პსჟ-ს სასტარტო თერთმეტეულის წევრმა, სენეგალელმა იდრისა განა-გეიემ უარი თქვა განაცხადში მოხვედრაზე, რადგან ბოლო ტურში, ლიგა 1-ის გუნდები LGBTQ თემის მხარდასაჭერად მათ ფერებში გაწყობილი მაისურებით უნდა გამოსულიყვნენ მოედანზე.
პარიზელების მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კი განაცხადა, რომ იდრისას არ ჰქონდა ტრავმა და ის პირადი მიზეზის გამო ტოვებდა მატჩს.
L'Équipe-მ და Le Parisien-მა კი თავიანთ სტატიებში დაწერეს, რომ იდრისა განა-გეიემ წინა სეზონშიც გამოტოვა ის მატჩი, როდესაც კლუბები სოლიდარობას უცხადებდნენ LGBTQ თემს. იდრისამ წინა სეზონში მუცლის ტკივილი მოიმიზეზა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ