სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დასახელდა მანჩესტერის 50 საუკეთესო მოთამაშე, სადაც კრისტიანო ათეულში ვერ მოხვდა

დასახელდა მანჩესტერის 50 საუკეთესო მოთამაშე, სადაც კრისტიანო ათეულში ვერ მოხვდა

პოპულარულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ დაასახელა მანჩესტერის ისტორიაში საუკეთესო 50 ფეხბურთელი, სადაც ჩვენდა გასაკვირად პორტუგალიელი ვარსკვლავი და იუნაიტედის ლეგენდა, კირსტიანო რონალდო ათეულში ვერ მოხვდა.

 

პირველ ადგილზე გავიდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დიდ კამათს გამოიწვევს როგორც მანჩესტერის გულშემატკივრებში ასევე ზოგადად ფეხბურთის ფანებში.

 

ათეულში მოხვდნენ ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სკოულზი, რუნი, გიგსი, შმეიხელი და სხვები, თუმცა სჯობს რომ თანმიმდევრობით მივყვეთ.

 

 

50. ტედი შერინგემი

49. ჰარი გრეგი

48. სტენ პირსონი

47. ჯონი ქერი

46. იაპ სტამი

45. ტონი დანი

44. ბრაიან კიდი

43. დუაით იორკი

42. ენდი კოული

41. არტურ ალბისტონი

 

40. პოლ ინსი

39. სემი მაკელროი

38. ლიამ ველანი

37. მაიკლ კერიკი

36. პედი კრერანდი

35. სტივ კოპელი

34. პოლ მაკგრატი

33. ბრაიან მაკლეირი

32. ოლე გუნარ სოლსკიაერი

31. ედვინ ვან დერ საარი

 

 

30. გარი პალისტერი

29. ნორმან ვაითსაიდი

28. პატრის ევრა

27. სტივ ბრიუსი

26. მარტინ ბუჩანი

25. მარკ ჰიუზი

24. ნემანია ვიდიჩი

23. დენის ვაიოლეტი

22. დევიდ დე ხეა

21. ნობი სტაილსი

 

 

20. რუდ ვან ნისტელროი

19. ბილი ფოლკსი

18. დენის ირვინი

17. ტომი ტეილორი

16. როჯერ ბირნი

15. გარი ნევილი

14. დევიდ ბექჰემი

13. როი კინი

12. კრისტიანო რონალდო

11. რიო ფერდინანდი

 

 

10. პოულ სქოულზი

9. უეინ რუნი

8. პიტერ შმეიხელი

7. დანკან ედვარდსი

6. დენის ლოუ

5. ერიკ კანტონა

4. ბრაიან რობსონი

3. ჯორჯ ბესტი

2. ბობი ჩარლტონი

1. რაიან გიგსი

 

მშვენიერი სიაა, თუმცა ათეულში ალბათ უნდა იყოს კრისტიანო, ბექჰემი და როი კინი. მაგრამ გაგვიჭირდება ვინმეს ამოგდება, მოდით ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენს ათეულს.

 

10. პოლ სქოულზი, 9. უეინ რუნი, 8. დევიდ ბექჰემი, 7. კრისტიანო რონალდო, 6. დენის ლოუ, 5 ერიკ კანტონა, 4. ბრაიან რობსონი, 3. ჯორჯ ბესტი, 2. ბობი ჩარლტონი და 1. რაიან გიგსი. 

 

როგორც ხედავთ შმეიხელი და დანკან ედვარდსი ამოვაგდეთ ათეულიდან. პიტერ შმეიხელი ალბათ მარტო იმიტომ რომ მეკარეა, უბრალოდ გემოვნების ამბავია. კი, უდიდესი ფეხბურთელი იყო შმეიხელი, მაგრამ შემტევი მანჩესტერ იუნაიტედის ათეულში მეკარეს ხილვა ცოტა არალოგიკურია. 

 

დანკან ედვარდსი კი იმიტომ ამოვარდა სიიდან, რომ სულ რაღაც 5 წელი ითამაშა უნიჭიერესმა ნახევარმცველმა. დანკანიც მიუნხენის ტრაგედიაში გარდაიცვალა როგორც ოქროს თაობის სხვა წარმომადგენლები. რომ არა საშინელი ავიაკატასტროფა დღეს კაცმა არ იცის რა საფეხურზე იქნებოდა დანკან ედვარდსი და საერთოდ რა ისტორიას დაწერდა მანჩესტერ იუნაიტედი. 

 

დანარჩენი კი უცვლელად დავტოვეთ. როგორ მოგწონთ ათეულები?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ