სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ყველაზე ცუდი პენალტი ფეხბურთის ისტორიაში, სავარაუდოდ (ვიდეო)

ყველაზე ცუდი პენალტი ფეხბურთის ისტორიაში, სავარაუდოდ (ვიდეო)

ლონდონის ჩელსი ამერიკის ტურით არის დაკავებული და ადგილობრივ ქომაგებს ართობს. მოგეხსენებათ რომ აშშ-ში ჩელსის, იუნაიტედს და სხვა ინგლისურ კლუბებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.

 

დღეს გამთენიისას ტუხელის გუნდი შარლოტს დაუპირისპირდა და საქმე პენალტების სერიებამდე მივიდა. მატჩის 30-ე წუთზე ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გახსნა ანგარიში და ყველაფერი წყნარად მიდიოდა, თუმცა მასპინძლებმა 92-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს ანგარიში და თამაში დამატებითში გადავიდა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. 

 

თერთმეტმეტრიანებში კონორ გალაჰერმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი პანენკა შეასრულა და ჩელისიმ წააგო. ცუდია ის ფაქტიც, რომ გალაჰერი 2019 წლიდან ჩელსის საკუთრებაა, თუმცა სეზონის დაწყებამდე ყოველ ზაფხულს სხვა გუნდში იჯარის წესით ანათხოვრებენ და დიდი ალბათობით არც ამ პენალტის შემდეგ დარჩება ლურჯებში. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ