სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შეყვარებულებმა ვალენტინობაზე წყალქვეშ კოცნის რეკორდი დაამყარეს (ვიდეო)

შეყვარებულებმა ვალენტინობაზე წყალქვეშ კოცნის რეკორდი დაამყარეს (ვიდეო)

14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. შეყვარებული წყვილები ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქრებს უკეთებენ და ცდილობენ გამორჩეულად გაილამაზონ დღე. 

 

აი, 40 წლის სამხრეთ აფრიკელ ქალბატონს, ბეტ ნილს და 33 წლის მაილს კლოტიეს სავარაუდოდ ერთმანეთისთვის უკვე ყველანაირი საჩუქარი აქვთ გაკეთებული და წელს გადაწყვიტეს, რომ წყალქვეშ კოცნის რეკორდი დაემყარებინათ.

 

შეყვარებულები 4 თებერვალს მალდივებზე გაემგზავრნენ, სადაც ჰქონდათ დაგეგმილი გინესის რეკორდებში შესვლა. ბეტი და მაილსი სასტუმროს აუზში ჩავიდნენ და წყალქვეშ 4 წუთსა და 6 წამის განმავლობაში კოცნიდნენ ერთმანეთს. ცოლ-ქმარმა მიკელე ფუკარინოსა და ელისა ლაცაინას 3 წუთიანი და 24 წამიანი რეკორდი დაამხეს.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ