სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ტოტალიზატორები კობის გარდაცვალების გამო ფსონებს არ მიიღებენ

ტოტალიზატორები კობის გარდაცვალების გამო ფსონებს არ მიიღებენ

ლას ვეგასსა და ატლანტიკ სიტიში მდებარე ტოტალიზატორები, Circas Sports-ი და Resort Casino დღეს ფსონებს არ მიიღებენ. მიზეზი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალებაა.

 

Circa Sports: “ყველას გასაგონად ვაცხადებთ, დღეს NBA-ზე ფსონები არ მიიღება. გაიხსნება ხვალ, დილის 8 საათზე”. 

 

Resort Casino: “NBA-მ დღეს ლეგენდა დაკარგა. კობი ბრაიანტის ოჯახის და მეგობრების პატივსაცემად, დღეს ფსონებს არ მივიღებთ. ტოტალიზატორი ხვალ, დილის 9 საათზე გაიხსნება”.

 

41 წლის კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. კატასტროფისას ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ცოცხლად გადარჩენილები არ არიან. მედიის ცნობით, შემთხვევა კვირას დილით, ლოს-ანჯელესის მახლობლად, კალაბასასში მოხდა. გამოძიება უკვე დაწყებულია.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ