სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ მოიგეს ფილ აივიმ და მისმა შულერმა პარტნიორმა 12 მილიონი დოლარი

როგორ მოიგეს ფილ აივიმ და მისმა შულერმა პარტნიორმა 12 მილიონი დოლარი

ფილ აივი და სკანდალი პუნტო ბანკოში

 

ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი და ცნობილი პოკერის მოთამაშე ფილ აივი უსიამოვნო ამბავში გაეხვა.

 

2012 წელს აივიმ და მისმა შულერმა პარტნიორმა ჩონგ ინ სანმა 12 მილიონი დოლარი მოიგეს ლონდონში, ქროქფორდის კლუბში. 

 

ჭკვიანმა დუეტმა შეამჩნია მცირე განსხვავება ბანქოს უკანა მხარეს, რისი მეშვეობითაც ცნობდნენ მოწინააღმდეგეების ხელს. 

 

ფილ აივი მხოლოდ ამ დღეს არ იქნა შემჩნეული შულერობაში. ევროპის სხვადასხვა კაზინოეებშიც გამოუყენებია მსგავსი უპირატესობა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ვერ მიუღია მოგებული თანხა, რადგაც კაზინოები ხშირად უბლოკავდნენ ანგარიშს. 

 

ჩარლზ ოუკლი

 

NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი ჩარლზ ოუკლი ასევე ცნობილია თავისი ცუდი საქციელებით. 2018 წლის ივნისში, ნიუ იორკის ყოფილმა კალათბურთელმა შულერობა სცადა ლას ვეგასის კაზინოში. ოუკლი რულეტკის თამაშისას მიხვდა, რომ მისი 100 დოლარიანი ფსონი აუცილებლად წააგებდა და ჩუმად უკან აიღო ჩამოსული თანხა. დილერს შეიძლება მოატყუო, მაგრამ დაცვის კამერას ნამდვილად არ გამოეპარება მსგავსი საქციელი. 

 

ეს ერთადერთი არაა, რაც მას ჩაუდენია. არაერთხელ უჩხუბია ჩარლზს დაცვასთან შამპანურის ბოთლებით, მომსახურე პერსონალისთვის უგინებია და კამათლებიც შეუყრია სახეში. 

 

მონიკა ლაურენი

 

ლაურენმა შექმნა შულერთა გუნდი თავის ძმასთან და ქმართან ერთად მხოლოდ ერთი მიზნით - მოეგოთ ბევრი ფული რულეტკაზე. 

 

სამეულმა შესანიშნავად იმუშავა და ერთ კვირაში მილიონი დოლარიც მოიგეს. 

 

მათ შექმნეს რულეტკის ბურთი, რომელსაც შიგნით პატარა რადიო გადამცემი ეყენა. მონიკას ძმა კრუპიედ მუშაობდა და სწორედ ამ ბურთს იყენებდა სათამაშოდ მისი გუნდისთვის. მისი ქმარი იყო მოთამაშე, ხოლო თვითონ გვერდითა მაგიდიდან, სიგარეტის კოლოფში დამალული რადიო გადამცემით არეგულირებდა ბურთის მოძრაობას.

 

გაინტერესებთ როგორ დაიჭირეს? კაზინოს მეპატრონეს მოეწონა ლაურენი და ფლირტი სცადა მასთან. რაზეც საპასუხოდ იგნორი მიიღო. ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა დაკვირვებოდა მონიკას ყოველ ქცევას. 

 

კაზინოს მეპატრონემ შეამჩნია, რომ ლაურენი ყოველთვის გამარჯვებული მაგიდის გვერდით იჯდა, ხელში აუცილებლად სიგარეტის კოლოფი ეჭირა, თუმცა არასდროს ეწეოდა. კაზინოს მფლობელმა კაცმა გადაწყვიტა მასთან კვლავ მისულიყო და სიგარეტი ეთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდგომ, კაცს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა და დაცვას შეამოწმებინა მონიკა ლაურენი. რა თქმა უნდა, დაიჭირეს შულერები და გამოაგდეს კაზინოდან. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ