2005 წელს, 91 წლის ბრიტანელმა, არტურ კინგ-რობინსონმა 500 ფუნტი დადო იმაზე, რომ წლის ბოლოს გარდაიცვლებოდა. William Hill-ი დაეთანხმა მოთამაშეს და 7.0 კოეფიციენტი მიანიჭა მის გარდაცვალებას.
ტოტალიზატორმა კინგ-რობინსონის ფსონი მას შემდეგ დაადასტურა, რაც მისი ისტორია გაიგო.
საქმე იმაშია, რომ თუ ბატონი არტური 2005 წლის 6 დეკემბრამდე გარდაიცვლებოდა, მის ოჯახს მოუწევდა ბანკის ვალის, 3000 ფუნტის ერთიანად გადახდა.
რობინსონმა იცოდა, რომ მისი მეუღლე, 85 წლის სინტია ვერ დაფარავდა ამ თანხას და მოუწევდა სახლის გაყიდვა. ამიტომ ჭკვიანურად დაიზღვია თავი მოხუცმა.
თუ ბრიტანელი 6 დეკემბრამდე გარდაიცვლებოდა 3500 ფუნტს მოიგებდა, 3000-ს სახლში გადაიხდიდა ოჯახი, ხოლო 500 ფუნტი ისე დარჩებოდათ.
კარგი ტაქტიკაა, თუმცა, საბედნიეროდ, არტურ კინგ-რობინსონი მაშინ არ გარდაცვლილა და ყველა ბედნიერი დარჩა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ