Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

19 წლის ბიჭმა შობას მილიონი მოიგო

19 წლის ბიჭმა შობას მილიონი მოიგო

სასწაულები ხდება და გვჯერა კიდეც მოთამაშეებს. სასწაულია აბა რა არის, როდესაც ლოტოს ექვსივე რიცხვს გამოიცნობ და ჯეკპოტს წაიღებ სახლში.

 

მართალია ვირჯინიას შტატში 7 იანვარს არ აღნიშნავენ შობას, თუმცა ქრისტიანულ რელიგიაში ორი თარიღი გვაქვს, კათოლიკური 25 დეკემბერი და მართლმადიდებლების 7 იანვარი. ვისთვის ვლაპარაკობ, ისედაც ყველამ ვიცით.

 

მოკლედ, ვირჯინიას კოლეჯის სტუდენტმა, ბრაიან დონაჰიუმ 7 იანვარსღა აღმოაჩინა, რომ 25 დეკემბრის საჩუქარში მილიონი დოლარი ჰქონდა მოგებული. 25 დეკემბერს, შობის დღეს დედამისმა სიმბოლურად ჯიბეში ჩაუდო ლატარიის ბილეთი. შემდეგ სავარაუდოდ დღესასწაულების და სტუმრიანობის გამო გადაავიწყდათ, რომ გათამაშებაც უკვე ჩატარებულიყო და ბილეთიც სადღაც ჰქონდათ მიგდებული. ზუსტად 7 იანვარს კი ოჯახმა აღმოაჩინა, რომ თურმე ბრაიანს მილიონი დოლარი ჰქონდა მოგებული. 

 

მომგებიანი ციფრები/რიცხვები გახლდათ: 4-8-21-25-32-35, რამაც ბრაიანს დაქვითვის შემდეგ ზუსტად 1 მილიონი დოლარი მოაგებინა.

 

“პირველ რიგში სწავლას სრულად დავიფინანსებ, შემდეგ მივხედავ ოჯახის წევრებსაც და ისე გავანაწილებ თანხას, რომ მომავალი უზრუნველი გვქონდეს” - 19 წლის ბრაიანი

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ