Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ მოიპარა საკეტის ხელოსანმა სლოტებიდან $16 მილიონი

როგორ მოიპარა საკეტის ხელოსანმა სლოტებიდან $16 მილიონი

ჩიკაგოელი დენის ნიკრაში ერთი ჩვეულებრივი საკეტების ხელოსანი იყო. 60-იან წლებში ჩიკაგოს მაფიამ დენისის ტალანტი დააფასა და კრიმინალურ დაჯგუფებაში მიიღეს. ნიკრაში ოსტატურად ხსნიდა ნებისმიერ საკეტს. მას ევალებოდა მდიდრული ბინების გატეხვა და მანქანების მოპარვა. ერთ დროს უბრალო ხელოსანმა ჩიკაგოს მაფიის ბოსის პატივისცემა მოიპოვა თავისი ხელმარჯვეობით. 

 

1961 წელს დენისი დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს. 1970 წელს ციხიდან გათავისუფლებულმა ნიკრაშმა ჩიკაგოს მაგივრად ლას ვეგასს მიაშურა. 

 

საკეტების ხელოსანი 0 ცენტით დადიოდა ნევადას შტატში, კაზინოების დედაქალაქში და ფიქრობდა, როგორ გაეტეხა სლოტის აპარატები.

 

საბოლოოდ, ხელმარჯვე ოსტატმა შექმნა სლოტის აპარატის გასაღების დუბლიკატი. დენის ნიკრაში გასაღების ასლით და რამდენიმე მაგნიტით, მარტივად ტეხავდა აპარატებს და ჯეკპოტს ჯეკპოტზე იგებდა. მან, 22 წლის განმავლობაში 16 მილიონი დოლარი მოიგო.

 

დენის ნიკრაშმა ციხეში დიდი დრო გაატარა. 1986 წლიდან 1991 წლამდე და 1998-დან 2004-მდე. დენისი გარდაიცვალა 2010 წელს გაურკვეველ ვითარებაში.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ