46 წლის ჩიკაგოელმა, წარმოშობით ინდოელმა უროჯ ხანმა $425,000-იანი ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ მეორე დღეს საეჭვოდ გარდაიცვალა.
2013 წლის 12 იანვარს ხანმა ჩიკაგოს ლატარიაში 1 მილიონი დოლარი მოიგო და გადასახადების შემდეგ 425,000 დოლარი ჩაერიცხა.
მოგების დღეს, ხანი დაესწრო პრესკონფერენციას, სადაც გადასცეს ჩეკი, შემდეგ დაბრუნდა სახლში და ტრადიციულად, ინდურად აღნიშნა გამარჯვება შვილთან, ცოლთან და სიმამრთან ერთად.
ვახშმის შემდეგ, ხანი ცუდად გრძნობდა თავს და გამარჯვებლმა გადაწყვიტა ბედნიერად გამოეძინა. ცოტა ხანში საშინელმა ტკივილმა გააღვიძა, საწოლიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ იმ წამსვე დაეცა.
შეშინებულმა ცოლმა სასწრაფო გამოიძახა და ჰოსპიტალში გააქანეს ინდოელი უროჯ ხანი, თუმცა მეორე დღეს საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ხანი კარდიოვასკულარული ავადმყოფობით გარდაიცვალა. გვამი არ გაუკვეთავთ.
თუმცა ხანის ძმას ეჭვები კლავდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყო. მან კატეგორიულად მოითხოვა მისი ძმის გარდაცვალების გამოკვლევა, გამოძიება.
ხელმეორედ ჩატარებულმა კვლევამ უროჯ ხანის ორგანიზმში ციანიდი აღმოაჩინა, მაგრამ ეს საქმე პოლიციამ დღემდე ვერ გამოიძია და მკვლელი კვლავ გარეთ დადის.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ