სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

თავის ტკივილის გამო მოგებული ჯეკპოტი

თავის ტკივილის გამო მოგებული ჯეკპოტი

ცხოვრება ვის რას გვიმზადებს არავინ ვიცით. 25 მარტის დილას ვერც დაკოტა მაკნილი წარმოიდგენდა თუ იმ დღეს ჯეკპოტს მოიგებდა.

 

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, ვირჯინიელი ქალბატონი მაკნილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. გადაღლილს გზაში თავი ძალიან ატკივდა და გადაწყვიტა აფთიაქთან გაეჩერებინა და პარაცეტამოლი ეყიდა

 

როგორც ჩვენს ქვეყანაში, თურმე ამერიკის აფთიაქებშიც ყოველთვის აუტანელი რიგი დგას. ამიტომაც გადაწყვიტა დაკოტამ დრო მოეკლა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ბედად ლოტოს ჯიხური შენიშნა. 

 

დაკოტა მაკნილმა 5 დოლარიანი გადასაფხეკი ბილეთი იყიდა და სასწაულებრივად 100,000 დოლარი მოიგო. თავის ტკივილმა იმ წუთას გაუარა და პარაცეტამოლის ყიდვაც სულ გადაავიწყდა ისე ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა. 

 

“თავი სიზმარში მგონია, ტკივილი თუ ბედნიერებას და სიმდიდრეს მომიტანდა ვერასდროს ვიფიქრებდი. ჯერ არ ვიცი რაში დავხარჯავ მოგებულს” - ჯეკპოტის გამარჯვებული 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ