წყვილმა, რომელმაც EuroMillions-ის გათამაშებაში 105 მილიონი დოლარი მოიგო, 4 თვის შემდეგ, კვლავ სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობს.
42 წლის სტივ ტომსონმა და 41 წლის ლენკამ, ბრიტანეთის ისტორიაში, მეცხრე უდიდესი ჯეკპოტი მოხსნეს.
The Suns-ის ინფრომაციით, ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავთ და ამხელა თანხის მოგების მიუხედავად დასავლეთ სასექსის სოფელში, სელსიში სამ ოთახიან სახლში ცხოვრობენ.
ოჯახის ერთმა მეგობარმა გაზეთს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ ჯეკპოტის გამარჯვებულები აპირებენ ახალი სახლის შეძენას, მაგრამ მეგობრები ვურჩევთ, რომ ძალიან ზედმეტიც არ მოუვიდეთ, რომ არ გაეფლანგოთ თანხა:
“სტივი და ლენკა ძალიან კარგი ადამიანები არიან. მათ შეეძლოთ სხვა ქალაქში უმდიდრესი სასახლე შეეძინათ, მაგრამ სელსიდან წასვლას არ აპირებენ. რა თქმა უნდა, ახალ სახლს შეიძენენ, მაგრამ მათი პრიორიტეტია ის, რომ ოჯახის ყოველ წევრს საკუთარი საძინებელი ოთახი ჰქონდეს”
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ
წყვილმა ინტევრიუზე უარი განაცხადა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ